in

ნახეთ: Lilium-მა მფრინავი ტაქსის დიზაინი წარადგინა!

საჰაერო ტაქსის მომსახურება სავარაუდოდ, 2024 წლისთვის გახდება ხელმისაწვდომი

გერმანული ფირმა Lilium ერთ-ერთი მზარდი კომპანიაა, რომელიც მფრინავი ტაქსის eVTOL-ის შექმნაზე მუშაობს. მისი დიზაინი სწორედ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი – ეს არის კომპაქტური, ემისიისგან თავისუფალი და კომფორტული მფრინავი მოწყობილობა.

სუპერ დახვეწილ საპილოტე თვითმფრინავს შვიდი ადამიანის მოსათავსებელი ადგილი აქვს. მისი სიჩქარე 281 კმ/სთ-ია და ასეთი მაჩვენებლით, მისი არა მხოლოდ ქალაქგარეთ მოკლე მოგზაურობისთვის, არამედ ბევრად შორი მანძილისთვის გამოყენებაც შესაძლებელია. ამიტომაც, გერმანული ფირმა ევროპის მასშტაბით ქალაქების დამაკავშირებელი სერვისის წამოწყებასაც განიხილავს.

Lilium უკვე ეძებს 14 ქალაქს, სადაც ახალი მომსახურება პირველად შევა. 2024 წლისთვის კი, სავარაუდოდ, კომპანია საჰაერო ტაქსის მომსახურების განხორციელებას დაიწყებს. როგორც ჩანს, ამ სერვისის გამოყენება ძალიან მარტივი იქნება – მომხმარებლები ჩვეულებრივ დაჯავშნიან მომსახურებას, როგორც ეს უბრალოდ ტაქსის შემთხვევაში ხდება.

“ჩვენი მიზანია, ჩქარი მოგზაურობის მდგრადი და ხელმისაწვდომი სერვისი შევქმნათ, რომელსაც მთელ საზოგადოებას მივაწვდით. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გაფუჭებულია – ეს არის ძვირი და ნახშირბადის გამონაბოლქვის მქონე. ჩვენ კი უნიკალურ რეაქტიულ ტექნოლოგიას ვქმნით, რადგან ეს არის უმაღლესი შესაძლებლობების მფრინავის მთავარი გასაღები” – აცხადებს Lilium-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, დენიელ ვიგანდი.

ასევე, მიუნხენში დაფუძნებულმა სტარტაპმა განაცხადა, რომ Qell Acquisition Corp-თან პარტნიორობს, რის შედეგადაც კომპანია Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე დაიწყებს ვაჭრობას. პარტნიორობის შედეგად, თავდაპირველად თანხები დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარი იქნება, რაც სტარტაპის ამბიციური გეგმების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

როგორც ცნობილია, უამრავი სხვა კომპანია გეგმავს პოტენციურად მომგებიანი eVTOL-ის ბაზარზე გასვლას.

“პიანისტი და არა – დამკვრელი” – გიორგი გიგაშვილი

YouTube Dislike-ების რაოდენობის დამალვას გეგმავს!