in

დაბადების დღესთან დაკავშირებით, „ლილო მოლმა“ ახალი აპლიკაცია გამოუშვა

კავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლი“ ბაზარზე უკვე 30 წელია, ფუნქციონირებს. ის 6000-მდე მაღაზიას და 4000-მდე მეწარმეს აერთიანებს. სწორედ, 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, განვაახლეთ ვებგვერდი და „ჩავუშვით“ ახალი მობილური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც, „ლილო მოლში“ სტუმრობა გაცილებით უსაფრთხო და მარტივი იქნება“. 

bog
bog-mob

აპლიკაციის საძიებო ველში, შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი მაღაზია და მასთან მისასვლელი უმოკლესი მარშრუტი. ასევე – გაეცნოთ „ლილო მოლის“ აქციებს. აქვე არის ვლოგის რუბრიკა, სადაც ნახავთ, რა არის აქტუალური და ტრენდული ამ სეზონზე. გარდა ამისა, აპლიკაციით, მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას, რომელი სამარშრუტო ტაქსით შეგიძლიათ „ლილო მოლში“ მისვლა, ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან.

აპლიკაციის მთავარი დანიშნულება არის ნავიგაცია – ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მიგიყვანოთ „ლილო მოლში“, სასურველ მაღაზიაში.

პანდემიური შეზღუდვების ფონზე, „ლილო მოლი“, 18 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით, შერჩეულ მაღაზიებში, ფასდაკლების კვირეულს გთავაზობთ.

მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის, აპლიკაციის მთავარ გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომელ მაღაზიაში რამდენ პროცენტიანი ფასდაკლებაა. ასევე – როგორ უნდა მოვიდნენ ამ მაღაზიამდე, აპლიკაციის ნავიგაციით.

„ლილო მოლი 1991 წლიდან შეუზღუდავად ფუნქციონირებდა COVID-19 პანდემიის გავრცელებამდე. 2020 წლიდან დღემდე კომპანიას ორჯერ შეეზღუდა ფუნქციონირება.  ამ სირთულეების მიუხედავად, ვაგრძელებთ განვითარებას. 2020 წელს ჩატარებული მარკეტინგული კვლევის მიხედვით, „ლილო მოლს“, ჯამურად, მეწარმეების ჩათვლით, საქართველოს ბიუჯეტში, საშუალოდ, შეაქვს 2%, მათ შორის დღგ-ს სახით 3%, საშემოსავლო-მოგების სახით 2%“.

„ლილო მოლის“ ახალი აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე – iOS სისტემებისთვის.

 

[R]

Samsung Display-მ დასაკეცი ტექნიკის ახალი კონცეფციები წარადგინა!

Google Phone-ის სმარტფონი ხმამაღლა შეგატყობინებთ თუ ვინ გირეკავთ!