in

„ლილო მოლმა“, თაობა ზეტთან ერთად, School Fest 2023 შეაჯამა

„ლილო მოლმა“, თაობა „ზეტთან“ თანამშრომლობის შედეგად, სამოქალაქო-საგანმანათლებლო პროექტი წარმატებით განახორციელა

17 მაისს სასტუმრო სევსამორაში „ლილო მოლის“, მისი შვილობილი კომპანია „L TV“-ისა და თაობა ზეტის თანამშრომლობის შემაჯამებელი ღონისძიება, „School Fest 2023” ჩატარდა.

„ლილო მოლმა“ USAID-ის ორგანიზებით ჩატარებულ „სკოლა-ბიზნესის“ ფორუმზე მოსწავლეების მიერ წარდგენილ 4 პროექტს დაუჭირა მხარი. თანამშრომლობის პროცესში, ახალგაზრდებთან ერთად მომზადდა სატელევიზიო ფორმატის 6 გადაცემა. ასევე, ჩატარდა კინოფესტივალი „აღბეჭდე ფიქრი“ და გაიმართა 7 მასტერკლასი. საბოლოოდ, სამოქალაქო-საგანმანათლებლო პროექტში 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, თუ საიდან დაიწყო ყველაფერი იხილეთ ბმულზე.

17 მაისს კი „ლილო მოლმა“ თაობა ზეტთან თანამშრომლობა საზეიმო ვითარებაში აღნიშნა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, „ლილო მოლის“ 32-წლიან გამოცდილებას თაობა ზეტთან თანამშრომლობაც შეემატა, რაც კომპანიისთვის ახალი, საპასუხისმგებლო და  სასიამოვნო  გამოწვევა იყო. პროექტი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარკვეული დაბრკოლებების მიუხედავად, სამოქალაქო-საგანმანათლებლო პროექტი წარმატებით განხორციელდა — ახალგაზრდებმა მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება, შეიძინეს ახალი უნარები, რაც სამომავლოდ შრომით ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრებაში დაეხმარებათ.

ღონისძიებას USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძეც ესწრებოდა. ქალბატონმა მარინამ „ლილო მოლისა“ და „L TV “-ის  მაგალითზე, ბიზნესის კორპორაციულ პასუხისმგებლობასა და ახალგაზრდების განვითარებაში ბიზნეს სექტორის როლზე ისაუბრა:

„USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბიზნესის ჩართულობა ახალგაზრდების ცხოვრებაში. ამის ძალიან კარგი მაგალითი კი,  „ L TV ”–სთან თანამშრომლობაა. ამ კომპანიისგან მოსწავლეებმა ძალიან დიდი თანადგომა მიიღეს. ახალგაზრდებმა „ L TV”-სთან ერთად აქტუალურ თემებზე იმუშავეს და მოამზადეს ძალიან საინტერესო მედიაპროდუქტები. ჩვენ მზად ვართ, ასეთი მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობისთვის“.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა აუდიტორიას „ლილო მოლთან“ და „ L TV“-სთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული გამოცდილება, ემოციები და მიღწეული შედეგები გაუზიარეს. როგორც თაობა „ზეტის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათთვის ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება. ისწავლეს გუნდურად მუშაობა, საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვა, კამერასთან მუშაობა, ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა. გახდნენ უფრო თავდაჯერებულები და შეიძინეს კვლევითი და ანალიტიკური უნარები. გამოუმუშავდათ ისეთი ღირებულებები, როგორიცაა: მოქალაქეობრივი აზროვნება, კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა/ დაფასება.

„School FEST 2023“-ს სიურპრიზებისა და საჩუქრების გარეშე არ ჩაუვლია. „ლილო მოლმა“  “School Fest 2023“-ში მონაწილე ახალგაზრდები სხვადასხვა სიმბოლური პრიზით დააჯილდოვა. ასევე, ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა გამორჩეული პროექტის ავტორი სკოლა და კინოფესტივალში „აღბეჭდე ფიქრი“ გამარჯვებული გუნდი. კინოფესტივალის ფარგლებში საკუთარი რჩეული გამოავლინა „ლილო მოლის“ პარტნიორმა კომპანია „ლილო შოპმაც“. ღონისძიება ტორტის გაჭრითა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

[R]

სანერვიულო არაფერია, თუ ბინა დაზღვეული გაქვს – თიბისი დაზღვევის კამპანია

4 რამ, რაც პროდუქტიული შეხვედრების ჩატარებაში გიშლით ხელს