in

LILOSHOP.GE – “პირველი ონლაინ მაღაზია, რომელიც B2B მომხმარებლების ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად იქცა საქართველოში”

„ქართული ელექტრონული კომერციის ისტორიაში,  LILOSHOP.GE პირველი „ონლაინ“ მაღაზიაა, რომელიც B2B მომხმარებლების ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად იქცა. მაშინ  როცა,  გაციფრულებული ეპოქის კვალდაკვალ, არაერთი კომპანია გამოჩნდა ადგილობრივ ინტერნეტ სივრცეში, ჩვენ ფლაგმანობას არავის ვუთმობთ!“

სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ გაციფრულების იდეა 2015 წელს გაჩნდა. მაშინ, კომპანიაში სურდათ, შეექმნათ „ონლაინ“ სივრცე, სადაც ათასობით მაღაზიას მოუყრიდნენ თავს და მაქსიმალურად შეინარჩუნებდნენ ხელმისაწვდომ ფასებს.

ასე შეიქმნა LILOSHOP.GE, რომელმაც თენგიზ რაზმაძის თქმით, დასახულ მიზანს მიაღწია – დღეს, ეს პლატფორმა თანაბრად საინტერესო და მიმზიდველია როგორც ფიზიკური, ისე – იურიდიული პირებისთვის. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი B2B მომხმარებლების ყველაზე მსხვილი მიმწოდებლის სტატუსია.

6000-ზე მეტი მაღაზიის პროდუქცია ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად, ანუ მრავალფეროვანი არჩევანი, თითქმის, ყველა ტიპის ბიზნესისთვის. გარდა ამისა, უსაფრთხო ვაჭრობის შესაძლებლობა, მოქნილი გადახდისა და მომხმარებელთა ინტერესებზე მორგებული მომსახურებით – ვფიქრობ, ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რის გამოც სხვადასხვა კომპანიისთვის ჩვენთან ურთიერთობა კომფორტული, მოგებიანი და საინტერესოა“.

B2B კომპანიებს რას სთავაზობთ ისეთს, რომ დღეს, LILOSHOP.GE მათთვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია? 

თენგიზ რაზმაძე: ერთია მომხმარებელი  დააინტერესო, მოიზიდო  და მეორე – შეინარჩუნო. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, ყოველთვის ყველაზე რთულ და მთავარ გამოწვევად იქცევა ხოლმე ბიზნესში. ჩვენი ხედვა და მთავარი ღირებულებაა, რომ ურთიერთობა შევინარჩუნოთ ხანგრძლივად. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით მომხმარებელთან კომუნიკაციის სრულ ციკლს, ვუსმენთ, მუდმივად ვცდილობთ, ფიქრში დავეწიოთ, პატივი ვცეთ მათს ინტერესებს და გავითვალისწინოთ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს წვდომა „ლილო მოლის“ მეწარმეთა პროდუქციის მარაგებზე. შესაბამისად, მარტივად ვახერხებთ კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, მომხმარებელთათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციით უზრუნველყოფას. ალბათ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ დაარსებიდან დღემდე, ასობით მუდმივი, ლოიალური მომხმარებელი გვყავს. მათთვის არასდროს ვიშურებთ თანამშრომლობის განსაკუთრებულ წინადადებებს.

B2B სეგმენტთან თანამშრომლობა ჩვენთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, კომპანიაში ცალკე დეპარტამენტი გვაქვს, რომელიც B2B სექტორთან კომუნიკაციასა და დოკუმენტების მომზადების პროცესს უზრუნველყოფს.

ზოგადად, რა ტიპის კომპანიებთან თანამშრომლობს „ლილო შოპი“ ?

იმის გათვალისწინებით, რომ მრავალფეროვანი პროდუქცია გვაქვს, ჩვენთან სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები თანამშრომლობენ: სასტუმროები, ჰიპერმარკეტები, რესტორნები, კერძო თუ საჯარო სკოლები, სახელმწიფო ინსტიტუციები და საერთაშორისო ორგანიზაციები. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გვაქვს საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით, რის გამოც ჩვენი სერვისით სარგებლობის სურვილს მხოლოდ თბილისიდან კი არა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდანაც გამოთქვამენ კომპანიები.

მხოლოდ „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე არსებული პროდუქციის რეალიზაციას უზრუნველყოფთ  თუ იმპორტსაც ახორციელებთ?

რასაკვირველია, გარდა ადგილობრივი პროდუქციის რეალიზებისა, იმპორტსაც ვახორციელებთ. ჩვენი ერთ-ერთი ხედვაა, ვიმოქმედოთ ოპერატიულად, ქვეყანაში თუ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების კვალდაკვალ! პანდემიის გამო, ბაზარზე სხვადასხვა პროდუქციის მნიშვნელოვანი დეფიციტი რომ გაჩნდა, ათობით კომპანია გვთხოვდა ნაგვის ურნებს, რომელიც Covid უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ერთ-ერთი მთავარი რეგულაცია გახლდათ. ადგილობრივად ვერ ხერხდებოდა მიწოდების უზრუნველყოფა, ჩვენ კი უმოკლეს ვადებში ჩამოვიტანეთ და მოვამარაგეთ სასტუმროები, სახელმწიფო ინსტიტუციები, ბანკები, სკოლები და სხვა ორგანიზაციები.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სულ მალე, ახალი წლის სამზადისი დაიწყება და ჩვენ, წელსაც მოვამარაგებთ ნაძვის ხეებით როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

გვინდა, იმ ფაქტსაც გავუსვათ ხაზი, რომ ადგილობრივ კომპანიებთან მუდმივად ვთანამშრომლობთ და შეკვეთის შემთხვევაში, მათ მიერ მოთხოვნილი საქონლის იმპორტიც შეგვიძლია. მაგალითად, ამ ეტაპზე, ჰორეკა სეგმენტს ვამარაგებთ  ტექსტილითა და ჭურჭლით. ტექსტილის ხაზი ჰოლანდიური ბრენდით გვქონდა წარმოდგენილი, რადგან „ლილო შოპის“ დამფუძნებლები ამ ქვეყნის მაცხოვრებლები არიან და მუდმივად ერთვებიან ჰოლანდიის ქარხნების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პროცესში.

[R]

ახალი AI სისტემა ორგანიზმში შაქრის დონის კონტროლში გვეხმარება — მიირთვით ის, რაც გსურთ

მეცნიერებმა აქამდე არნახული მინერალის პირველი ნიმუში აღმოაჩინეს!