2
Jul
2018

Liloshop.ge-ის ხელშემწყობი პროგრამა ქალი სტარტაპერებისთვის  

2 Jul 2018

ინტერნეტ მაღაზია Liloshop.ge-ის დამფუძნებლებმა ქალი სტარტაპერების ხელშესაწყობად სპეციალური პროგრამა დაიწყეს. მათი თქმით, ყველას, ვინც დიასახლისია ან ხელნაკეთ ნივთებს სამსახურისგან თავისუფალ დროს ამზადებს, პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარებიან.

mBank QR
mBank QR

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=LEg99kqj0rU[/embedyt]

 

Liloshop.ge სოციალურ პასუხისმგებლობას იღებს და მზადაა, ხელი შეუწყოს მათ, ვინც საინტერესო ნივთებს აკეთებს და ცდილობს, ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტ ქალს მიეცეს თვითდასაქმების საშუალება“ – განაცხადა liloshop.ge-ის გენერალურმა დირექტორმა ბესიკ ჩიხლაძემ.

როგორც Liloshop.ge-ის წარმომადგენლები ამბობენ, სტარტაპ ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ქალს შეუძლია, კომპანიის ადმინისტრაციას დაუკავშირდეს. ინტერნეტ მაღაზიის თანამშრომლები ნამუშევრების ფოტოების გადაღება/დამუშავებას, რეკლამირებასა და Liloshop.ge-ის ვებგვერდზე განთავსებას უზრუნველყოფენ.

„ვისაც უყვარს ქსოვა, კერვა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა და სურს, მთელს საქართველოს გააცნოს საკუთარი ნამუშევრები, საყვარელი საქმიანობა კი ბიზნესის ჭრილში დაინახოს, Liloshop.ge მზადაა, თითოეულ მათგანთან ითანამშრომლოს“.

[R]

განხილვა