in

როგორ „დაგრძელდა“ ლიმუზინი?

ლიმუზინი – ავტომობილი, რომელიც წვეულებასთან და ფუფუნებასთან ასოცირდება. გაგიკვირდებათ და, მისი ისტორია სულაც არ იწყება ჰოლივუდში ან ნიუ-იორკში. ლიმუზინის სახელწოდება უკავშირდება საფრანგეთის რეგიონს, ლიმუზინს, სადაც სამყურას მინდორზე მდგარ მეცხვარეს კაპიუშონიანი გრძელი მოსასხამი აცვია, მთიდან მონაბერი ქარისაგან დასაცავად.

უშუალოდ ტრანსპორტის ამბავი კი 1700-იანი წლებიდან იწყება. ეს ჯერ კიდევ ის დროა, როდესაც მდიდრები სხვადასხვა ადგილებში ეტლით გადაჰყავდათ. ტრანსპორტს მეეტლე მართავდა, რომელიც გარეთ იჯდა. მას ეცვა გრძელი მოსასხამი, სახელწოდებით ლიმუზინი.

დასაწყისიდანვე, ლიმუზინი მდიდრულ ცხოვრებასთან და ცნობილ ადამიანებთან ასოცირდებოდა. საკუთარი მეეტლეს, ცხენისა და დახურული ეტლის ქონა სიმდიდრის მაჩვენებელი იყო და რაღაც დონეზე, სტატუსსა და სოციალურ კლასზეც მიუთითებდა.

მაშინაც კი, როდესაც პირველი მოტორიზებული ლიმუზინი შეიქმნა, მძღოლისთვის განკუთვნილი ადგილი მაინც გარეთ იყო. 1902 წელს, ლიმუზინისთვის ორი განცალკევებული განყოფილება შემუშავდა, ეტლის ძველი ვაგონების მსგავსად. მძღოლის განყოფილება გახსნილი იყო, მაგრამ მგზავრების ტერიტორია მთლიანად დაფარული გახლდათ. ასე დაიწყო ორ კუპეს შორის გაყოფაც.

ლიმუზინი დღემდე ფუფუნებასთან ასოცირდება, თუმცა ის ბევრად ხელმისაწვდომია, ვიდრე 1700-იანებში, სადაც მისი ქირაობის საშუალება არ იყო. დღესდღეობით, მისი დაქირავება ნებისმიერისთვისაა შესაძლებელი.

1920 წლამდე, ლიმუზინები ასეთი დიდი ზომის არ იყო. ჩვეულებრივი მანქანისგან მას ორი კუპე განასხვავებდა. ყველაფერი 1928 წლიდან შეიცვალა, მოგრძო ლიმუზინის დაბადებასთან ერთად. ლიმუზინების ისტორია სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც კომპანია Armbruster-მა, დიდი ბენდებსა და მათი ეკიპირების გადასაყვანად, ავტომობილის „დაგრძელება“ გადაწყვიტა. Glen Miller და The Benny Goodman Orchestra იყვნენ პირველები, ვინც ახალ ლიმუზინებს ფლობდნენ. სწორედ მათ შექმნეს სტანდარტი, რომელიც ლიმუზინის განუყოფელ ნაწილად იქცა.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო!

რამდენად მისაღებია ბრენდებისთვის მიმების გამოყენება?