საქმიანი შეხვედრები, უცხოელი პარტნიორების დახვედრა, საქალაქთაშორისო ვიზიტები – ეს თანამედროვე ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ბიზნესი, ეს არის სამყარო, სადაც დრო, სიზუსტე, ხარისხი და უსაფრთხოება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამ ყველაფერში კი შედის სატრანსპორტო მომსახურებაც, რომელიც მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის, ის ხდება კომპანიის იმიჯისა და ოპერატიულობის ნაწილი.

სწორედ ასეთ მოთხოვნებზეა მორგებული Limo Service – პრემიუმკლასის სატრანსპორტო გადაწყვეტილება, რომელიც გთავაზობთ მაღალ სტანდარტზე დაფუძნებულ მომსახურებას:
- პროფესიონალ მძღოლებს (გადამზადებულებს საერთაშორისო სტანდარტებით);
- უმაღლესი კლასის Hyundai-ს ავტომობილებს;
- უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს;
- მომსახურებასთან დაკავშირებულ ეფექტურ პროცესებს.
ეს სერვისი განსაკუთრებით მოთხოვნადია ისეთი კომპანიებისთვის, რომელთათვისაც პუნქტუალურობა, კორპორაციული იმიჯი და დეტალებზე ზრუნვა პირდაპირ უკავშირდება ბიზნესშედეგებს.

რატომ ირჩევს ბიზნესი Limo Service-ს? იმიტომ, რომ ის მათ სთავაზობს:
- ორგანიზაციულ სიზუსტეს – დროის მართვა და პროცესების ოპტიმიზაცია;
- უსაფრთხოებასა და კონტროლს – 24/7 ვიდეომონიტორინგი, ტესტირება და ავტომობილის ტექნიკური სრულყოფილება;
- მრავალსეგმენტიანი მომსახურება – აეროპორტის ტრანსფერები, ბიზნესშეხვედრები, კორპორაციული ღონისძიებები, სტუმრების მიღება, რეგიონული გადაადგილება და სხვა;
- თანამშრომლობას ორგანიზაციებთან – სახელმწიფო უწყებები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, დიპლომატიური წარმომადგენლობები და კორპორაციები;
- ფასის გამჭვირვალობა – წინასწარ განსაზღვრული ტარიფები მარშრუტისა და მგზავრთა რაოდენობის მიხედვით;
- ციფრული კომფორტი – ონლაინ დაჯავშნა და მოქნილი გადახდის მეთოდები.

საზაფხულო შეთავაზება: მოქნილი ტარიფები საქალაქთაშორისო მიმართულებებზე
ზაფხულის სეზონი საქალაქთაშორისო გადაადგილების მხრივ ყველაზე მოთხოვნადია, ამიტომ ამჟამად Limo Service სპეციალურ ტარიფებს გთავაზობთ: თბილისი–ბათუმი: ტარიფი – 835 ლარიდან, თბილისი–ქუთაისი: ტარიფი – 510 ლარიდან. მგზავრთა რაოდენობა მინიმუმ სამ, მაქსიმუმ კი ექვს ადამიანს მოიცავს.
შეთავაზება იდეალურია როგორც ოჯახებისთვის, ისე ბიზნესდელეგაციებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სანდო და კომფორტული გადაადგილება რეგიონებში. Limo Service განსაკუთრებით რელევანტურია მათთვის, ვისაც მნიშვნელოვნად მიაჩნია არა მხოლოდ დანიშნულების ადგილზე დროულად მისვლა, არამედ ისიც, თუ როგორ მოქმედებს მათ განწყობაზე მგზავრობის პროცესი.


[R]












