6
May
2019

ლიმონათი “ყაზბეგი” ახალი ვიზუალითა და კამპანიით დაბრუნდა ბაზარზე

6 May 2019

კობი
კობი


“არაფერი ზედმეტი” – ამ სლოგანით, ლიმონათი “ყაზბეგი” ბაზარს დაუბრუნდა, განახლებული ვიზუალური იდენტობითა და კამპანიით. განახლებული ლიმონათი „ყაზბეგის“ მთავარი კონცეფცია მისი დამზადების წესიდან გამომდინარეობს. კამპანიაც და ბრენდის ახალი იმიჯიც სწორედ ამ კონცეფციაზეა აგებული. რეკლამა, რომელზეც სააგენტო HOMES & WATSON-მა იმუშავა, იმ დისკომფორტზე გვიამბობს, რომელსაც ადამიანები საკუთარ თავს თავად უქმნიან.

 

 

გიორგი (ქუცა) რუხაძე, HOLMES & WATSON, უფროსი კოპირაიტერი: “ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ არის ზედმეტი. სწორედ ეს ინსაითი გახდა ლიმონათი ყაზბეგის სარეკლამო რგოლის მთავარი იდეა და სათქმელი. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ზედმეტობებს ხშირ შემთხვევაში ჩვენით ვქმნით და ხელს ვუწყობთ, რომ ჩვენვე შეგვიქმნან დისკომფორტი. მესიჯი, რომლითაც გამოვხატეთ ბრენდის დამოკიდებულება ამ პრობლემაზე, უნდა იქცეს საყოველთაო პასუხად ყველანაირი ზედმეტობის მიმართ – “არაფერი ზედმეტი”.

რაც შეეხება ვიზუალურ იდენტობას, ახალ ახალ შეფუთვაზე დიზაინ სტუდია More Studio-მ იმუშავა. ეტიკეტებზე გამოყენებულია ვინტაჟური სტილი, ხოლო ილუსტრაციები ხელით არის შესრულებული, რითაც ლიმონათის ნატურალურობაზე სურდათ ყურადღების გამახვილება.

ლიმონათის ბაზარზე გამოჩენა კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯიას“ ინიციატივაა, რომელიც ლიმონათი “ყაზბეგის” გარდა, ადგილობრივად აწარმოებს შემდეგ ბრენდებს: „აისი“, „არაგველი“, „Heineken“-ის ლიცენზირებული ბრენდი „კრუშოვიცე“ და ლუდი „ყაზბეგი“. ლიმონათი „ყაზბეგი“ ექვსი ძირითადი არომატით იქნება წარმოდგენილი. ტარხუნის, მსხლის, ლიმონის, ფეიხოას, ყურძნისა და ნაღების ლიმონათების შეძენა 0,5 ლიტრიან შუშის და 1 და 2 ლიტრიან პეტის შეფუთვაში იქნება შესაძლებელი.

განხილვა