8
Jan
2019

“თეთრეული, როგორც განწყობის განმსაზღვრელი” – Lin&Me

8 Jan 2019

Startauperi
Startauperi


სულ ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარს თეთრეულის ახალი ბრენდი Lin&Me შეემატა. სადა და, ამავდროულად, მრავალფეროვანი პროდუქციის შექმნა საკუთარ თავზე ორმა მეგობარმა აიღო. როგორც თავად ფიქრობენ, თეთრეული მხოლოდ მოხმარების საგანი არ არის, იგი ასევე ქმნის ადამიანის განწყობასა და ხასიათს.

M: როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა? 

ჩვენი იდეა ბაზარზე სადა თეთრეულის დეფიციტიდან წამოვიდა, გვინდოდა განსხვავებული დიზაინის ქართული ბრენდი შეგვექმნა. დავსხედით, ერთმანეთს ჩვენი ხედვები გავუზიარეთ და ყველაფერი ძალიან სწრაფად, 1 თვეში მოვამზადეთ. ბრენდის მიმართ ინტერესი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით, რადგან გამოჩენისთანავე დავიწყეთ შეკვეთების მიღება

M: უფრო კონკრეტულად, რა პროდუქციას ქმნით და სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ საწოლის თეთრეულს, რომელიც გამორჩეულია ნაჭრის ხარისხით და დიზაინით. მოდელების ვიზუალები, ორნამენტები, ფერები, თანამედროვე და ტრენდულია.

M: რა მასალას და ტექნოლოგიას იყენებთ მათ დასამზადებლად?

თეთრეულის შესაკერად ვიყენებთ ორი ტიპის ნაჭერს, სატინას და კოტონს. ნაჭრები ჩამოგვაქვს, ხოლო მოდელების დიზაინს ჩვენ ვადგენთ და ვკერავთ. კერვის პროცესში ბოლომდე ვართ ჩართულები, რომ ნამუშევარი საუკეთესო გამოვიდეს.

M: როგორ ფიქრობთ, რითი არის თქვენი პროდუქცია ბაზარზე გამორჩეული?

ჩვენი პროდუქცია პირველ რიგში, გამორჩეულია დიზაინით და ხარისხით, რადგან რადიკალურად განსხვავდება ბაზარზე არსებული იმპორტირებული პროდუქციისგან, თანაც ადგილზე წარმოების გამო, ფასები კონკურენტულია. გარდა ამისა, უარი ვთქვით სტანდარტულ შეფუთვაზე და კომპლექტები მოთავსებულია ნაჭრის ბრენდირებულ ჩანთებში, რომელიც ძალიან დახვეწილი და ლამაზია. აღნიშნულის გამო, Lin&Me-ს თეთრეული საუკეთესო საჩუქარია.

M: როგორია ბრენდის სამომავლო ხედვა? 

ძალიან ბევრი იდეა გვაქვს, როგორც ასორტიმენტის, ისე ბიზნესის გაფართოების კუთხით. დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებთ, მაგრამ ბაზარს ბევრ სიახლებს ვპირდებით.

M: კონკრეტულად, როგორი სერვისებით შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?

ამ ეტაპისთვის პროდუქციის შეძენა ხდება სოც-ქსელების, Facebook-ის და Instagram-ის მეშვეობით. მომხმარებლები სპეციალურ ლინკზე ავსებენ შეკვეთის ფორმას და სასურველი მოდელები, სასაჩუქრე შეფუთვით, მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილზე დამატებითი ღირებულების გარეშე მიგვაქვს.

M: როგორ ფიქრობთ, ვისთვის არის თქვენი პროდუქცია?

ჩვენი პროდუქცია გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანზე, რომელსაც თავისთვის, ან სასაჩუქრედ მოსწონს თანამედროვე სტილი და უპირატესობას ანიჭებს ხარისხს. ჩვენ გვინდა, ბაზარზე შევცვალოთ ქცევა და თეთრეული გავხადოთ ადამიანების განწყობის, ხასიათის, შეგრძნებების და სტილის განმსაზღვრელი.

განხილვა