20
Jun
2019

“ნაუტილუსი” – Lincoln-ის ინტერაქციული ინსტალაცია

20 Jun 2019

Elit Electronics


ავტომწარმოებელმა Lincoln, მოდელ Nautilus-ის გამოსვლასთან დაკავშირებით, კამპანია წამოიწყო. საავტომობილო ბრენდებისთვის დამახასიათებელი რეკლამის ნაცვლად, ბრენდმა, სააგენტო SOFTlab-თან ერთად, ნიუ-იორკის პორტში ინტერაქციული ინსტალაცია განათავსა. ფერადი ინსტალაცია, რომელიც 95 ბოძისგან შედგება, სენსორულად აქტიურდება და მთელ ინსტალაციას ანათებს. ამგვარად, ბრენდს თავისი ავტომობილის შესაძლებლობები მეტაფორულად სურდა გადმოეცა.

 

განხილვა