18
Jan
2018

Lingwing და „თბილისის მედიათეკა“ სოციალურად დაუცველი აბიტურიენტებისთვის!

18 Jan 2018

უცხო ენების შემსწავლელი ქართული ონლაინ პლატფორმა Lingwing.com ყველა სოციალურად დაუცველ აბიტურიენტს უფასო წვდომას აძლევს უცხო ენების კურსებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმა, თბილისის მედიათეკა / Tbilisi Mediathek კი, საკუთარ სივრცეში, მათ უფასოდ უზრუნველყოფს ინტერნეტითა და კომპიუტერით. კამპანია იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. „სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს შეუძლიათ, მოგვწერონ ლინგვინგის ფეისბუკგვერდზე და ჩვენ მივცემთ უფასო წვდომას კურსებზე“, ვატო ველიაშვილი, Lingwing-ის დირექტორი.

განხილვა