in

LinkedIn-მა ორი უფასო AI ხელსაწყო გამოუშვა

ლინკდინი კი უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს დამსაქმებლებსა და სამსახურის მაძიებლებს, მაგრამ პლატფორმაზე წუთში 9 000 განაცხადი იტვირთება, რის გამოც ერთი მეორეს ფარავს და მიზნის მიღწევაც რთულდება… ეს თავადაც კარგად იციან, ამიტომ გადაწყვიტეს, მომხმარებლებს სრულიად უფასოდ შესთავაზონ AI ხელსაწყოები, დაეხმარონ ვაკანსიების გადარჩევასა თუ საუკეთესო კანდიდატების პოვნაში.

ისინი დღეში 3-5 საათს უთმობენ აპლიკაციების არჩევას და ბოლოს აღმოაჩენენ, რომ შევსებული განაცხადებიდან ნახევარზე ნაკლები აკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს. ეს არასწორია და ჩვენც ვიცით.

ამგვარად, პირველი ხელსაწყო Jobs Match გახლავთ, რომელზეც წვდომას უკვე პლატფორმის 1 მილიარდი მომხმარებელი მიიღებს — მათ ურჩევს, ღირს თუ არა კონკრეტული ვაკანსიისთვის დროის დათმობა.

მეორე კი დამსაქმებელი AI აგენტია, რომელიც უფრო მცირე ბიზნესებისთვისაა განკუთვნილი. ჩათვალეთ, რომ რეკრუტერებისა და გუნდების სინთეზურ ვერსიას გთავაზობთ, რომლებსაც დიდი ბიზნესები ვაკანსიების შესადგენად და კვალიფიციური კადრების საპოვნელად მიმართავენ.

თუ ლინკდინს დავეყრდნობით, საკუთარ პროფილზე ახლა Open To Work 5 მილიონ ადამიანს უწერია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 40%-ით აღემატება. რაც შეეხება მცირე ბიზნესებს, მათგან 2.5 მილიონი იყენებს ლინკდინს სასურველი კანდიდატების საპოვნელად. ასე კი აღნიშნული ფუნქციები მეტად ღირებული ხდება…

როგორია „ლომთაძის ოჯახის ღვინო“ და ტურისტული გამოცდილება ხვანჭკარაში – სტუმრად, სოფიო სამთელაძესთან

YouTube რეკლამის გარეშე – ქართველმა დეველოპერმა ახალი ბრაუზერი შექმნა