in

მალე LinkedIn-ის ახალი AI ასისტენტი დამსაქმებლებს კანდიდატების პოვნაში დაეხმარება

ლინკდინს სურს, ბიზნესებს შესაბამისი კანდიდატების პოვნაში დაეხმაროს და არსებული პრაქტიკა წარსულს ჩააბაროს. ამიტომ AI-ის გამოყენებით დამსაქმებლებს საქმეს გაუმარტივებს, კვალიფიციურ კანდიდატებს კი ერთმანეთის მარტივად პოვნაში დაეხმარება. საქმე იმაშია, რომ ახალი AI Hiring Assistant მალე რეკრუტერებს საშუალებას მისცემს, მას სამუშაოს აღწერილობები და კვალიფიკაციის შესახებ კომენტარები გაუზიარონ, შემდგომ კი იგი ლინკდინის მომხმარებლების სიას გააკეთებს, რომელშიც აღნიშნული ვაკანსიისთვის იდეალურ კანდიდატებს გააერთიანებს. 

ხოლო, როცა დამსაქმებლები შემოთავაზებული აპლიკანტების სიას ნახავენ, AI იმასაც მიუთითებს, თუ რომელ მოთხოვნას აკმაყოფილებს თითოეულის გამოცდილება — „გეუბნებათ, რომ ეს ადამიანი საუკეთესო ვარიანტი შეიძლება იყოს, ის ნაკლებად და ა. შ“.

გამოდის, თუ ადრე დამსაქმებლებს თავად უნდა მოეძებნათ ლინკდინსა თუ სხვა მონაცემთა ბაზებში შესაბამისი კანდიდატები, ახლა ასისტენტი ამ შრომატევადი საქმეების ავტომატიზაციას გვთავაზობს. უკეთესი შედეგისთვის მომხმარებლებს თავადვე შეუძლიათ, მიაწოდონ პლატფორმის ახალ ხელსაწყოს იმ პროფილების მაგალითები, რომლებსაც საუკეთესოდ თვლიან. ასევე, ბიზნესებს შეუძლია, სისტემა აპლიკანტების მონიტორინგის სისტემას დაუკავშიროს, რაც საშუალებას მისცემს, გამოავლინოს კანდიდატები, რომლებიც მანამდე სხვა პოზიციაზე წარადგინეს.

როგორც ვიგებთ, AI Hiring Assistant-ის დახმარებით დამსაქმებლებს შეუძლიათ, AI შეტყობინებების მონახაზიც მიიღონ, რომელშიც ხაზგასმულია აპლიკანტების გამოცდილებისა და უნარების კონკრეტული ელემენტები. თანაც, ამბობენ, რომ სატესტო ფაზაში ეს AI შეტყობინებები საკმაოდ ეფექტური გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ ლინკდინი სხვა AI ფუნქციებსაც ტესტავს, ოღონდ უკვე სამსახურის მაძიებლებისთვის და სურს, მათ ვაკანსიების შესახებ უფრო მეტი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს… თავად AI Hiring Assistant კი ამ ეტაპზე მომხმარებელთა კონკრეტულ ჯგუფში სატესტო ფაზაშია ჩაშვებული, რათა მალე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. თუმცა ზუსტ თარიღს პლატფორმა ჯერჯერობით არ ასახელებს. 

და თუ ჯერ კიდევ ვერ გაუგეთ კარგად LinkedIn-ს, მაშინ 7 რჩევა უნდა წაიკითხოთ…

ოკეანე იმაზე მეტ ნახშირორჟანგს შთანთქავს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ

LEGO ნიშნობის ბეჭედს უშვებს?!