in

LinkedIn-ს თქვენთვის გამოწვევა აქვს — გამოდით კომფორტის ზონიდან!

თუ თქვენც ფიქრობთ, რომ უკვე დიდი ხანია ერთ ადგილზე მუშაობთ, ვერც ვითარდებით და ერთადერთი, რაც გაჩერებთ, კომფორტის ზონაში ყოფნაა, მაშინ ლინკდინის სერიები დაგაინტერესებთ. თქვენი თავიც კი შეიძლება ამოიცნოთ მასში და დაინახოთ, როგორ ჩანს სამსახურზე მიჯაჭვულობა სიურრეალისტური თვალით.

M2

ამგვარად, LinkedIn-ის უახლესი კამპანია დასაქმებულების შთაგონებას ისახავს მიზნად, გადაუხვიონ არსებულ კარიერულ გზებს და ეძიონ ახალი შესაძლებლობები. რეჟისორი კონ ლარიგაკისი სიურრეალისტური სიუჟეტების სერიას გვთავაზობს, რომელშიც კომფორტის ზონაში მყოფ დასაქმებულებს ვხედავთ. ამის პარალელურად კი, ლინკდინი ხაზს უსვამს თავისსავე დასაქმების ფუნქციებზე და მას ცვლილებების ხელსაწყოდ წარმოაჩენს. 

კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Strike Anywhere-მა იმუშავა.

როგორ გამოვხატოთ ემოციები? — ფსიქოლოგიური ტექნიკები

როგორ გავუმკლავდეთ ხელმძღვანელის პასიურობას