in

LinkedIn ქლაბჰაუსის მსგავსი ფუნქციის შექმნაზე მუშაობს!

ჯერჯერობით უცნობია, როდის იხილავს მას საზოგადოება

veon
veon

Clubhouse წლის ჰიტად იქცა და სხვა სოციალური ქსელები იძულებულები არიან, სწრაფად შეიმუშაონ ძლიერი კონკურენციისათვის საჭირო იდეები. Twitter-ის, Facebook-ისა და Spotify-ის შემდეგ ახალი ფუნქციის კონცეფციაზე LinkedIn იწყებს მუშაობას.

როგორც დეველოპერმა ალესანდრო პალუციმ აჩვენა, LinkedIn-ის აპლიკაციის ამჟამინდელ ვერსიას უკვე აქვს დამალული ინტერფეისი ახალი აუდიო ჩათის პლატფორმისთვის. ახალი ფუნქცია ძირითადად ისეთი “ლაივ-ოთახების” მსგავსად მუშაობს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, აუდიო და სწრაფი რეაქციების საშუალებით მოუსმინონ ერთმანეთს და ისაუბრონ.

გავრცელებულ ინფორმაციას კომპანიის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. მათი თქმით, აუდიო ჩათის ფუნქციაზე მუშაობა მართლაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა უცნობია, როდის იხილავს მას ან მის ბეტა ვერსიას საზოგადოება. ფაქტი ერთია, გარდა “ქლაბჰაუსისთვის” კონკურენციის გაწევისა, ასეთ აუდიო ჩათებს პანდემიურ პერიოდში ყველაზე დიდი უპირატესობა ენიჭება, რადგან მისი მეშვეობით ადამიანები უფრო მეტ სიახლოვეს გრძნობენ.

“ჩვენ რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, რათა უნიკალური აუდიო გამოცდილება შევქმნათ, რომელიც თქვენს პროფესიულ იდენტობასთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია აუდოს LinkedIn-ის სხვა ნაწილებზე მორგება, როგორიცაა ღონისძიებები და ჯგუფები, რათა მომხმარებლებმა თავიანთ საზოგადოებასთან დაკავშირება უკეთ შეძლონ” – აცხადებენ კომპანიაში.

ეს ყველაფერი არაა… დღეს, Spotify-მ Betty Labs-ის შესყიდვის შესახებ ისაუბრა – როგორც ჩანს, კომპანია სპორტის მოყვარულებისთვის პირდაპირი ეთერის ტიპის აუდიო აპლიკაციის შექმნაზეა ორიენტირებული.

კვლევა: Android მომხმარებლის შესახებ 20-ჯერ მეტ ინფორმაციას აგროვებს, ვიდრე iOS

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, Product Tank Tbilisi-ის ღონისძიება გაიმართება