in

LinkedIn-ის რეკლამაში აცეკვებული გოგონა, რომელიც პროფესიულ იდენტობას ეძებს

LinkedIn-ის ახალი გლობალური კამპანია ზრდასრულებს მოუწოდებს, სამსახურის ძიების პროცესი ბავშვური ხედვით აღიქვან. „Find your in“ პატარა გოგონას ირგვლივ ვითარდება, რომელიც სამრეცხაოში ყოფნისას მიიღებს სოციალური ქსელის გზავნილს — აფიქრებს, ვინ უნდა გახდეს მომავალში და რომელ კარიერას უნდა გაყვეს ცხოვრების ახალ ეტაპზე.

მომავლის უსაზღვრო შესაძლებლობებით გაბრუებული, ყველა პროფესიის უნიფორმას ირგებს — სპორტული მაისურებით დაწყებული, თეთრსაყელოიანი პერანგებით დასრულებული. პარალელურად კი Remi Wolf-ის 2021 წლის ჰიტზე ცეკვავს, სახელწოდებით Guerilla.

„ეს რეკლამა იდეურად გამოხატავს პლატფორმის მთავარ ღირებულებას… მიანიშნებს ციფრულ სივრცეზე, რომელიც ყველა საჭირო ინსტრუმენტით, ინფორმაციითა და შესაბამისი საზოგადოებითაა სავსე, რათა ნებისმიერმა ჩვენგანმა დასაქმების იდეალური გზა იპოვოს“, — ამბობენ Droga5-ის კრეატიული დირექტორები, რომლებმაც კამპანიაზე იმუშავეს.

აღნიშნული იდეის კრეატიულად ვიზუალიზაციისთვის, კრეატიულმა სააგენტომ ყოველდღიური რუტინის ერთ-ერთ ნაწილს მიმართა. „მოგეწონა იდეა, რომ სამრეცხაოში ირგვლივ არსებული ყველა პროფესიის ადამიანის სამოსი ხვდება. თითქოს, ყველანაირი იდენტობის თავშესაყარია. პატარა გოგონას ფანტაზიის დამატებით კი ყველაფერი სათანადო სიუჟეტად იქცა“.

Glorri — სტარტაპი, რომელიც HR სფეროს რევოლუციურად ავითარებს

მოუსმინეთ მზის ხმას