in

Focus Inbox — LinkedIn-ის ახალი ფუნქცია

veon
veon

LinkedIn არის ადგილი, სადაც ბიზნესებს, კარიერის მაძიებლებს და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, ერთმანეთს დაუკავშირდნენ და სამსახური ან ახალი თანამშრომელი იპოვონ. თანაც, პლატფორმა ჯერჯერობით თავისუფალია ისეთი პრობლემებისგან, რომლებსაც ტვიტერი და ინსტაგრამი აწყდებიან. თუმცა 875 მილიონი მომხმარებლის მზარდი ბაზით, ეს ბაზარი ბოტების „კომფორტულ ზონად“ იქცა.

სწორედ აქ შემოდის სპამი. მაგალითად, გასული წლის განმავლობაში მომხმარებლები ხშირად იღებდნენ არასასურველ შეტყობინებებს, რომლებიც ცნობილია, როგორც inMails. მსგავსი შეტყობინებები ძირითადად ისეთი შინაარსის მატარებელია, რომლებიც რაღაც კურსების ყიდვისკენ მოგიწოდებთ ან საეჭვო სამუშაოს გთავაზობთ.

ხოლო იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის მეგობრული და პროფესიონალური მიდგომა შეენარჩუნებინა, LinkedIn-მა ახალი ფუნქცია დანერგა, სახელწოდებით Focus Inbox. ეს უკანასკნელი ყველა არასასურველის სპამის აღმოსაფხვრელად შეიქმნა და ის შემომავალი შეტყობინებების ფილტრაციას ემსახურება.

როგორც კომპანია აცხადებს, მომხმარებლებს შეუძლიათ, მარტივად გადაამისამართონ შეტყობინებები ორ ჩანართს შორის. პლატფორმა კი თქვენს ჩვევებს შეისწავლის და „უფრო ჭკვიანი გახდება“ ხშირი გამოყენების პარალელურად.

აღნიშნული განახლება რამდენიმე თვის წინ პრემიუმ მომხმარებლებისთვის ამოქმედდა, მაგრამ ახლა გლობალურად ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის უტყუარი გზა პლატფორმაზე სპამის სრულად მოსაშორებლად, ეს არის შესანიშნავი პირველი ნაბიჯი არეულობისგან თავის დასაღწევად.

ზემოქმედებს თუ არა სოციალური მედიის კომენტარები ბიზნესის გაყიდვებზე

The Show — „თეატრის“ პირველი წარმოდგენის ბილეთების გაყიდვა დაიწყო