in

სამსახურის ცვლილებაზე ფიქრები არ გასვენებთ? — LinkedIn კარიერულ ეჭვებზე „ფეხებით“ გვესაუბრება

ახალი კამპანიით ლინკდინი პირდაპირ თაობა ზეტის წარმომადგენლებს ესაუბრება, რომლებიც კარიერული გამოწვევების წინაშე დგანან და ფიქრები არ ასვენებთ. ზოგს მოქნილი გრაფიკი უნდა, ზოგს კარიერული განვითარების საკითხი აწუხებს, ზოგს კი ის, მიზანს რომ ვერ ხედავს… ეს შეგრძნებები ახალი შესაძლებლობების ძიებისკენ უბიძგებთ და სწორედ ამაზეა ლინკდინის იუმორისტული კამპანიაც. 

BOG

VCCP-ის მიერ შექმნილ ფილმებში დასაქმებულთა მონოლოგებს ვეცნობით, რომლებიც საკუთარ თავთან აქვთ გამართული. უცნაური შეგრძნების პერსონიფიცირება კი ფეხით გადაწყვიტეს, რომელიც კარიერულ ეჭვებს სიტყვებით გადმოგვცემს. 

ჩვენ რაღაც ისეთი გვჭირდებოდა, რაც დაუყოვნებლივ მიიქცევდა ყურადღებას. ფერადი ფეხის მონოლოგი კი ზუსტად ამას პასუხობდა, სასაცილოც იყო და ინფორმაციულიც… ყველას გვაქვს ეჭვები, ვართ თუ არა სწორ სამსახურში და სწორედ ეს საკუთარ თავთან არსებული შიდა მონოლოგი გადავაქციეთ სახალისო სკრიპტად, — აცხადებს მეთ ლიოდი, VCCP-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

დიახ, არ მოგეჩვენათ, კამპანიაში ნამდვილი ფეხია გამოყენებული — პირველი საუბრის დროს ხელმძღვანელმა ვიდეო გვაჩვენა, რომელშიც საკუთარი ფეხი ჰქონდა გადაღებული. ამან გაგვაცინა და კარგად იმუშავა, ამიტომ მაშინვე მივხვდით, რომ ჩვენც ამ მეთოდისთვის უნდა მიგვემართა. თუმცა, ფეხის ავტორებს რთული სამუშაო ჰქონდათ, ზუსტად და ფრთხილად უნდა ემოძრავათ ტერფი ისე, რომ რეალურ დროში გაჟღერებული ფრაზების შესაფერისი ყოფილიყო.

ასე ლინკდინმა Job Collections-ის ფუნქციაზეც გაამახვილა ჩვენი ყურადღება, რაც სამსახურის ძიების პროცესს მეტად ინტუიციურსა და ინდივიდზე მორგებულს ხდის.

აღსანიშნავია, რომ Got Itchy Feet?-ის კამპანიის უკან კვლევით მიღებული ინსაითები დგას, რომლებიც გვეუბნება, რა სურთ სამსახურის მაძიებლებს ზეტ თაობაში, პასუხი კი შემდეგია: მოქნილობა, კარიერული განვითარება და სოციალური გავლენა. ამ თაობისთვის მთავარი უბრალოდ დასაქმება კი არა, ისეთი სამსახურის პოვნაა, რომელიც მათსავე ღირებულებებსა და მისწრაფებებს შეესაბამება. გამოსავალიც არსებობს და ეს LinkedIn-ის Got Itchy Feet-ის კამპანიაშია.

ბლოქსი სარაჯიშვილი – ახალი საცხოვრებელი უბანი თბილისში

მეცნიერებმა ტრადიციული პლასტმასის ალტერნატივა შექმნეს