12
Feb
2019

LinkedIn, პლატფორმაზე, Live ვიდეოებს ამატებს

12 Feb 2019

სოციალური ქსელი LinkedIn, მომხმარებლებს, ახალ სერვისს სთავაზობს. პლატფორმაზე, მალე, ვიდეოს ცოცხალ რეჟიმში გაშვება იქნება შესაძლებელი. ტექნიკურად ამას კომპანია Microsoft უზრუნველყოფს.

როგორც LinkedIn-ის წარმომადგენლები ამბობენ, პლატფორმის 600 მილიონი მომხმარებელი, ვიდეო კონტენტს, საკუთარ გვერდზე, „ლაივში“ გაუშვებს. სიახლის საცდელი ვერსია, ამერიკაში, მომდევნო კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა, საბოლოოდ როდიდან დაემატება ეს ფუნქცია სოციალურ ქსელს, უცნობია.

„ ვიდეო ფორმატი ყველაზე სწრაფად ვითარდება. მისი საშუალებით, მომხმარებლები ერთმანეთს უკეთ უზიარებენ ინფორმაციას. კონტენტის ცოცხალ რეჟიმში განთავსებაზე კი მოთხოვნა დიდი ხანია არსებობს“, – აღნიშნა LinkedIn-ის პროდუქტების განვითარების დირექტორმა პიტ დევისმა გამოცემა TechCrunch-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, LinkedIn 2003 წელს შეიქმნა. სოციალურ ქსელს, მომხმარებლები, ძირითადად, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით იყენებენ. 

განხილვა