in

ექსკლუზიურად LinkedIn-ისთვის Mini Sudoku შექმნეს

კლასიკური თავსატეხის შემცირებული 6×6 ვერსია მინი სუდოკუს სახელით შესთავაზეს ლინკდინის მომხმარებლებს. თუმცა სამსახურში რომ არ შეაყოვნონ, თამაში მხოლოდ სწრაფ ლოგიკურ გადაწყვეტებს ითხოვს. თანაც უფასოა, ისეთ გონების გასავარჯიშებელ თამაშებთან ერთად, როგორებიცაა მანამდე არსებული Queens, Pinpoint და Crossclimb.

მინი სუდოკუ იაპონურ გამომცემლობა Nikoli-ისთან თანამშრომლობით შეიქმნა, რომელმაც მანამდე სუდოკუს პოპულარიზაციაზე იზრუნა მსოფლიოს მასშტაბით. პროცესში კი აქტიურად იყო ჩართული სამგზის მსოფლიო ჩემპიონი სუდოკუში თომას სნაიდერი.

შედეგად, ლინკდინისთვის ტრადიციული 9×9 ბადე 6×6-ამდე შეამცირეს, რომელიც 2×3 რეგიონად იყოფა. წესები იგივე რჩება — ყველა რიგი, სვეტი და რეგიონი უნდა შეიცავდეს რიცხვებს ერთიდან ექვსამდე, გამეორებების გარეშე.

ახალი თავსატეხი პლატფორმაზე 11 საათისთვის ჩნდება, მომხმარებლებს კი თავიანთ პროგრესზე, ლიდერბორდებსა და რეიტინგებზე თვალყურის დევნება შეუძლიათ.

Mini Sudoku-ს იდეა Nikoli-ში გასულ წელს გაჩნდა, როცა ლინკდინის პროდუქტის მენეჯერებთან თავსატეხის ადაპტირებაზე ფიქრობდნენ. სწორედ ასე მივიდნენ კომპაქტურ დიზაინამდე, რომელიც თანამედროვე სამუშაო რიტმსაც ესადაგება — მოკლე, განმეორებადი და მარტივად გასაზიარებელია. როგორც ჩანს, სტრატეგიამ გაამართლა — მომდევნო დღეს პლატფორმაზე მოთამაშეთა 86% ბრუნდება…

ხოლო იმ პირებს, რომელთათვისაც სუდოკუ სიახლეა, ლინკდინი ტუტორიალებსა და დამხმარე ხელსაწყოებს სთავაზობს.

Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife

როგორ აღმოჩნდა Hypebeast-ის რჩეულ ხუთეულში ტანსაცმლის ქართული ბრენდი GOGUTSA