LinkedIn-ის ვიზუალური იდენტობა იცვლება. საუბარია, ძირითადად, აპლიკაციის ფუნქციონალისა და UX განახლებებზე. ამის შესახებ, მომხმარებლებს, თავად პლატფორმის წარმომადგენლებმა აცნობეს.
„წარმოგიდგენთ ახალ, ძალიან საინტერესო ვიზუალურ იდენტობას, რომლის მიზანია, უკეთესად გამოხატოს LinkedIn-ის ინკლუზიურობა და თბილ და სტუმართმოყვარე კომუნად აქციოს ის მომხმარებლებისთვის.
ეს რედიზაინი LinkedIn-ის ბრენდის ევოლუციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ და რომლის ინსპირაციის წყაროც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენივე პლატფორმის მომხმარებელთა აქტივობები გახდა.
წარმოგიდგენთ 5 წლის განმავლობაში პირველად შეცვლილ დიზაინს, რომელიც უფრო თანამედროვეა. იმედი გვაქვს, რედიზაინის შემდეგ, ჩვენი პლატფორმა უფრო მარტივად აღსაქმელი და გამოსაყენებელი იქნება მომხმარებლებისთვის“.
რას უნდა ველოდოთ LinkedIn-ის რედიზაინისგან? თავად პლატფორმის შემქმნელები 4 მიმართულებაზე აკეთებენ აქცენტს:
- დავამატეთ, ძირითადად, თბილი ფერების პალიტრა, მწვანე და ლურჯი ფერი კი მოქმედებისა და არჩევანის შესახებ აძლევს სიგნალს მომხმარებლებს. გარდა ამისა, ინტერფეისი რომ უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკული გამხდარიყო, მომრგვალებული ფორმები და ღილაკები დავუმატეთ.
- ახალი დიზაინით სივრცის, ზომებისა და ტიპოგრაფიული სტრუქტურის ოპტიმიზაცია მოვახდინეთ. ახალ ვიზუალში ნაკლები „LinkedIn-ის ლურჯი“ ფერია. ასე რომ, ახლა პლატფორმა უფრო თქვენი, მომხმარებლების სივრცეა ვიდრე – ჩვენი, მისი შემქმნელების.
- რედიზაინისას გავითვალისწინეთ LinkedIn-ის ვიზუალი, ანუ დავამატეთ მეტი სივრცე და შევამცირეთ გამყოფი ხაზები და დეკორატიული სიმბოლოები.
- LinkedIn-ის ახალი ინტერფეისი საშუალებას მოგცემთ, შეცვალოთ ანუ გაზარდოთ ტექსტის მასშტაბი და დაუმატოთ კონტრასტი, რომ უფრო მარტივი წასაკითხი იყოს. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ Dark Mode-ს დამატებასაც. რედიზაინის დროს, შევიმუშავეთ ახალი ილუსტრაციები, რომელიც საშუალებას მისცემს სხვადასხვა, ძალიან ბევრი პროფესიის, შესაძლებლობებისა თუ ეთნიკური ჯგუფის მომხმარებელს, ხაზგასმით აღნიშნოს ამის შესახებ ტექსტში.
წყარო: LinkedIn