in

LinkedIn პოსტების დაგეგმვის ფუნქციას ამატებს

veon
veon

განახლებების ტალღას არც LinkedIn ჩამორჩა და იგი ახალ ფუნქციას გვთავაზობს — ეს ყველასთვის ნაცნობი პოსტების დაგეგმვაა, რომელიც აქამდე Twitter-სა და Facebook-ზე იყო ხელმისაწვდომი. 

Microsoft-ის სოციალური ქსელი ფუნქციის შიდა ტესტირებას უკვე რამდენიმე თვეა, რაც ატარებს. ახლა კი მომხმარებლები ადასტურებენ, რომ ახალი ფუნქცია Android-სა და LinkedIn-ის საიტზე გამოჩნდა. თუმცა ამ ეტაპისთვის ზოგიერთს აქვს წვდომა, ზოგიერთს კი, არა… დააკვირდით, პოსტის შედგენის ველში არის თუ არა საათის ნიშანი:

ხოლო, როცა იპოვით და ამ ღილაკს დააჭერთ, სასურველი დროის მითითებასაც შეძლებთ.

მართალია, ეს ფუნქცია დღეს ბევრ მარკეტერსა და ინფლუენსერს გაახარებს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ პოსტის დაგეგმვა ისეთი მესამე მხარის პლატფორმების საშუალებით, როგორებიცაა Hootsuite და Buffer, აქამდეც შესაძლებელი იყო. თუმცა ისიც მართალია, რომ კონფიდენციალურობის საკითხების გამო მესამე მხარის არსებობა ბევრს არ სიამოვნებს… ამას გარდა, LinkedIn-ში არსებული პოსტის გამოქვეყნების დაგეგმვის ფუნქცია ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელი იქნება.

CALM-ის რეკლამაში „უხილავ მოწინააღმდეგესთან“ მოთამაშე დეკლან რაისი გამოჩნდა

როგორია კომუნიკაციის ახალი გზები?