in

ვინ არის თქვენთვის პროფესიონალი? – LinkedIn-ის კამპანია

BOG
BOG

სამუშაო სივრცე დღეს მნიშვნელოვნად შეიცვალა. სოციალური ქსელების როლი გაიზარდა, პანდემიამ კი ჩვენი მუშაობის სტილი სრულად შეცვალა. დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რატომ, როგორ და რისთვის ვმუშაობთ. ამ ცვლილებებმა კი პროფესიონალის განსაზღვრება უფრო ინდივიდუალური გახადა.

სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა, LinkedIn, სარეკლამო კამპანია, სამუშაოს ჯანსაღი მომავლის შექმნის მიზნით, წამოიწყო.

კამპანია Welcome, Professionals LinkedIn-ის წევრებს შორის საუბრის წამოწყებას ისახავს მიზნად. იმის შესახებ, თუ ვინ არის პროფესიონალი დღეს, სწრაფად განვითარებადი საზოგადოებისა და კულტურის შუაგულში.

პროფესიონალიზმის ახალი ერა ცვალებად რეალობას ასახავს და მნიშვნელოვან თემებზე საუბრისკენ გვიბიძგებს, როგორიცაა კარიერის განვითარება, მოქნილობა, სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსი, გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობა, ისევე, როგორც სამართლიანობის მუდმივად მზარდი საჭიროება.

სწორედ ამიტომ, LinkedIn თხოვს თავის მომხმარებლებს, რომ პროფესიონალის საკუთარი განსაზღვრება გაუზიარონ.

რეკლამითაც სწორედ განსხვავებული პროფესიების მქონე ადამიანების მოსაზრებებს გვიზიარებს, მათ შორისაა, მეწარმე და ავტორი, Fawn Weaver: ყოველი დღე მნიშვნელოვანია და მე ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ, გაღვიძებიდან დაძინებამდე. მე მაქვს ძალიან მკაფიო ხედვა იმ მომავლის შესახებ, რომელსაც ვქმნი. ჩემი ცხოვრების ყოველ ნაწილს თავისი მიზანი აქვს. იყო პროფესიონალი ნიშნავს ხალხისა და საკუთარი მიზნების სიყვარულს“.

კამპანია Welcome, Professionals გასულ წელს დაიწყო, კონკრეტულ რეკლამაზე კი სარეკლამო სააგენტომ McCann იმუშავა.

ასე „დაიბადა“ SONY

გარკვეული გენების დათრგუნვა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის — კვლევა