20
Jun
2019

LinkedIn-მა ბრენდინგი განაახლა

20 Jun 2019

LinkedIn-მა ბრენდინგი განაახლა. სოციალურ ქსელმა, რომელიც 600 მლნ-ზე მეტ ადამიანს და 30 მლნ-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, ბრენდინგის ფარგლებში, შეცვალა ლოგო, ფერთა პალიტრა და სამომხმარებლო შტიფტი. რებრენდინგის მიზანია, მეტი ურთიერთობა და სიახლოვე შემოიტანოს სოციალურ ქსელში. ილუსტრაციები, ტიპოგრაფიკა და ფერები ბრენდის სითბოს სიმბოლურად გადმოსცემენ. კონცეფციის თანახმად, ლოგოტიპში სამი ფერის ნაცვლად, მხოლოდ ერთი დარჩა. ფერთა პალიტრა უფრო თბილი და მეგობრულია. ილუსტრაციების საშუალებით, დიზაინერებს სურდათ ადამიანებისთვის მეტი კომფორტი შეექმნათ. დიზაინში ჭარბობს წრიული და ოთხკუთხა ფორმები. რებრენდინგის შედეგად, სოციალურ ქსელში დაინახავთ შრიფტს, სახელწოდებით Community, რომელიც აერთიანებს ხელნაწერი წერილისა და მომრგვალებული ფორმების ასოებს.

განხილვა