in

როგორ ვაქციოთ LinkedIn სწორ პლატფორმად ჩვენი მიზნებისთვის

კონტენტმწერლები, რომლებიც ცნობილი გამოცემა Buffer-ისთვის წერენ, გვიზიარებენ თავიანთ პრაქტიკას LinkedIn-ზე, რომელიც, ერთი შეხედვით, გაგაკვირვებთ – „წავშალე ჩემი ანგარიში პლატფორმაზე და დაახლოებით ხუთი თვის შემდეგ 4.5 ათასი გამომწერი და 416 K ნახვა მქონდა”, – წერს ერთ-ერთი.

როგორც დგინდება, მთავარი მიზეზი ისაა, რომ ადამიანები LinkedIn-ის შექმნის შემდეგ ყველას ამატებენ, ვინც connection request-ს უგზავნის და არ ფიქრობენ იმაზე, ემთხვევა თუ არა მათი პროფესია, საქმიანობის არეალი ან ინტერესები მაინც ერთმანეთს. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რამდენად თანხვედრაშია ისინი თქვენს პროფესიულ მიზნებთან, რის გამოც ამ პლატფორმაზე დგამთ ფეხს. 

ხშირად არის ისეთი შემთხვევაც, როდესაც ადამიანები უბრალოდ „არსებობენ” LinkedIn-ზე, თუმცა თითქმის არ აქტიურობენ და არ ჩანან. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პლატფორმას არ აქვს თავისი ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ხალხს თქვენს თავს გააცნობს. თუ ლინკდინს განზრახ არ იყენებთ, უნდა ელოდოთ იმასაც, რომ თქვენი პროფილი ნელ-ნელა ჩაქრება.

ისევ რეალურ გამოცდილებას რომ მივუბრუნდეთ, ერთ-ერთი კონტენტმწერალი წერს: „2024 წლის შუა პერიოდში LinkedIn-ს დავუბრუნდი და Pinterest-ზე, წერაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ჩემი კარიერიდან მიღებულ გაკვეთილებზე ვპოსტავდი და ნახევარ წელიწადში 7000-ამდე გამომწერზე ავედი”.

მიუხედავად ამ შედეგისა, პრობლემად რჩებოდა ის, რომ პოსტები ხშირად სწორ აუდიტორიას არ აღწევდა, ამიტომ კონტენტსპეციალისტები გვირჩევენ, გადავხედოთ კონტაქტების სიას, ვინც გვყავს ლინკდინზე დამატებული და წავშალოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც არანაირ კავშირში არ არიან ჩვენ მიერ შეთავაზებულ კონტენტთან და, ზოგადად, ინტერესებთან არაა კვეთა.

გასათვალისწინებელია, რომ თუ დღეში ბევრ კონტაქტს წაშლით, დაახლოებით 100-ს მაინც, ლინკდინმა შეიძლება თქვენი ქმედება საეჭვოდ მიიჩნიოს და ანგარიში დაგიბლოკოთ. მათ, ვისაც ეს პრობლემა შეექმნათ, თავიდან შექმნეს ანგარიშები. მართალია, ნულიდან დაწყება არ იყო იოლი, მაგრამ ცდად ღირდა.

ძირითადად, მათ ყურადღება გაამახვილეს ოთხ რამეზე: მკაფიო სტრატეგია, თანმიმდევრული მიდგომა, ბრენდი და დაგეგმვის ინსტრუმენტი.

სტრატეგია – აუცილებელია მიზნების, აუდიტორიისა და ღირებულებების მიხედვით, კონტენტის კალენდრის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც, წინასწარ გექნებათ გაწერილი, როდის და რას განათავსებთ.

ბრენდი – ჩვეულებრივ, პირად ანგარიშებსაც სჭირდებათ ბრენდირება. ვიზუალები მნიშვნელოვანია ლინკდინზეც. Canva-ს გამოყენებით, მარტივი კარუსელებისა და ბანერების აწყობა შეგიძლიათ, რომლებიც შეეფერება თქვენს პროფილს. ეს პოსტებს უფრო დახვეწილ და საერთო ელფერს მიანიჭებს, რაც ხალხს დაეხმარება, უფრო მარტივად ამოიცნონ თქვენი კონტენტი.

ამ მიდგომების გამომუშავებამ ბევრ კონტენტმეიკერსა და მწერალს ლინკდინზე, გაუმარტივა აუდიტორიის მოზიდვა და ისეთ პროფესიონალებთან თუ კრეატორებთან დაკავშირება, რომლებიც მათ თავიანთი კარიერისთვის რეალურად სჭირდებოდათ. ამიტომ ისინი გვირჩევენ, რომ არ შეგვაშინოს სიტყვებმა „ნულიდან დაწყება”. ეს წარუმატებლობას არ ნიშნავს, პირიქით, საკმარისად მამაცი ხარ იმის აღიარებისთვის, პირველი გზა არასწორი იყო. ნებისმიერ ახალ გზაზე შეგიძლია წარმატების მიღწევა, თუ თანმიმდევრული იქნები, სწორ სისტემებს შექმნი და შენი ზრდის მხარდამჭერ სტრატეგიებს მიჰყვები.

თამაში ყველგან, ნებისმიერ დროს – Xbox-ის კამპანია

„აგროსფერო“ სრულად დააფინანსებს აგრარული უნივერსიტეტის ერთ ახალწვეულს