in

31 პოსტი და დაკვირვება Linkedin-ზე

სოციალურ მედიას ძალიან უხდება თანმიმდევრულობა, განსაკუთრებით, თუ Linkedin-ზეა საუბარი. კონტენტის მწერალი ტამილორე ოლადიპო თავის გამოცდილებასა და დაკვირვებას გვიზიარებს, თუ როგორ გამოცადა ცნობილი საქმიანი პლატფორმა თანმიმდევრულ კონტენტზე და მრავალი შემოთავაზება მიიღო.

მისი შემუშავებული სტრატეგია დღეს ასე გამოიყურება:

ძირითადი ფორმატი: ვიდეო

კონტენტი: პერსონალური ბრენდინგი, დისტანციური მუშაობა, AI ინსტრუმენტები და LinkedIn ბრენდის პარტნიორობა

გამოქვეყნების სიხშირე: კვირაში 5-7.

ამ სტრატეგიის მიზანი იყო ისეთ კითხვებზე პასუხის მიღება, როგორებიცაა: 

  • გაზრდის თუ არა ხილვადობას მხოლოდ თანიმდევრულობა
  • შეგიძლიათ თუ არა LinkedIn-ზე მონეტიზაცია ბრენდთან პარტნიორობით
  • კონტენტის რომელი ტიპი იქნება უფრო რელევანტური ჩემი აუდიტორიისთვის

ამ კითხვების გათვალისწინებით, კრეატორი თავის ერთთვიან მოგზაურობას შეუდგა და მიღებული მონაცემები ასე გამოიყურება:

31 დღისა და 25 პოსტის შედეგი

შთაბეჭდილებები: 83 330

ნახვები: 43647

კომენტარები: 505

გაზიარებები: 82

გამოქვეყნებული კონტენტი იყო:

  • 19 ვიდეოპოსტი
  • 3 ტექსტური პოსტი
  • 2  პოსტი სურათით
  • 1 დოკუმენტპოსტი

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო შეადგენდა კრეატორის პოსტების 76%-ს, ფოტოპოსტებმა ყველაზე მეტი შთაბეჭდილება გამოიწვია, ხოლო ტექსტურმა პოსტებმა მეტი ჩართულობა საუბრის კუთხით.

ამ დაკვირვებებით, პოსტებს შორის კარგად მუშაობდა პირდაპირი მოწოდებები მოქმედებისკენ, ე.წ. Call-To-Action-ები. 

კრეატორი ასევე დააკვირდა, თუ რომელ პოსტებს ჰქონდა ნაკლები გამოხმაურება და რატომ:

  • წარუმატებელი პოსტები გამოქვეყნდა ღამის 2 საათის შემდეგ
  • თუ პირველივე წინადადება არ იყო ჩამთრევი, ეს პოსტები ნაკლებად პოპულარული ხდებოდა
  • ცარიელი მსჯელობა პერსონალური გამოცდილების გარეშე
  • ის წნეხი, რომ ყოველდღე აუცილებლად რაღაც უნდა დამეპოსტა, ხელს უშლიდა კრეატიულობაში

ამის გამოსავალი კი აღმოჩნდა მინიმალური ხარისხის სტანდარტების დაწესება თითოეული პოსტისთვის:

  • პოსტი უნდა იყოს ინსაითზე დაფუძნებული
  • უნდა ჰქონდეს ჩამთრევი დასაწყისი
  • ვიდეოპოსტებს უნდა ჰქონდეს კარგი განათება და ხმა

ყოველივე ამ დაკვირვების მიხედვით, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ აუცილებელია კონტენტის მრავალფეროვნება. აუცილებლად უნდა გათვალოთ, რომ ვიდეოებთან ერთად ფოტოპოსტებიც გამოიყენოთ.

გარდა ამისა, ტექსტურ პოსტებში ხალხს აინტერესებს პირადი გამოცდილება და მოქმედებისკენ მოწოდებები. მნიშვნელოვანია, იცავდეთ კონტენტკალენდარს, რათა პოსტები იყოს თანმიმდევრული და სწორ დროს დაიდოს.

ბლუ უოთერსმა ბიოგამწმენდი დანადგარების ექსპორტი დაიწყო

სადამდე მიგვიყვანს გლობალური დათბობა? — მინიატიურული რეალობა