in

სიურრეალისტურად დანახული უხერხული მომენტები LinkedIn-ის კამპანიაში

LinkedIn, მსოფლიოში უდიდესი პროფესიონალური ქსელი, პარტნიორობდა Park Pictures-თან, Cartel-თან და The Mill-თან, რათა პირველი კამპანია შეექმნა LinkedIn Premium-ისთვის. ეს უკანასკნელი უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს ადამიანებს კარიერული განვითარების ყველა ეტაპზე. გარდა ამისა, აძლიერებს პლატფორმის ძირითად პოზიციას, ხელი შეუწყოს დასაქმებულებისა და დამსაქმებლების გაუმჯობესებულ საქმიანობას.

BOG

კამპანიის ფარგლებში სამი ვიდეორგოლი შეიმუშავეს, რომელთაგან თითოეული უცნაური მეტაფორებითა და ცოტა მოულოდნელი სიუჟეტითაა გაჟღენთილი. ამოსავალ წერტილად კი რეალურ ცხოვრებაში მიღებული კარიერული გამოცდილება აიღეს.

„ჩემთვის ნაცნობია ისეთ სიტუაციაში ყოფნა, სადაც თავს უადგილოდ ვგრძნობ. ასევე, უხერხული ადამიანური ურთიერთობები უფრო მეტადაა ჩემთვის ნორმა, ვიდრე კომფორტულად ყოფნა. ასე რომ, იდეამ ნამდვილად იმოქმედა ჩემზე — ეს კარგი შესაძლებლობა იყო, შემექმნა სიურრეალისტური სამყარო, რომელიც ბევრ უხერხულობას მოიცავს“, — ამბობს რეჟისორი ტერენს ნილი.

#პორტფოლიო – გაეცანით ნამუშევრებს სააგენტო Maverik-ის შემოქმედებიდან

შექმნილი შენი ისტორიით — ბლუტაბლას აქსესუარები