in

LinkedIn-ს ვიდეოების ჩანართი ემატება

veon
veon

LinkedIn ტიკტოკის მსგავსი მოკლე ფორმატის ვიდეოების ფუნქციას ტესტავს და ასე სოციალური ქსელების აქტუალურ ტენდენციას უერთდება. ინფორმაციას უკვე კომპანიაც ადასტურებს, თუმცა მანამდე ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ახალი ვიდეო ჩანართი ჩანს.

ჩვეულებრივ, შესაძლებელი იქნება ვიდეოების ყურება, მოწონება, კომენტარის დატოვება და სხვებისთვის გაზიარება. უბრალოდ, ჯერჯერობით უცნობია, ალგორითმი რა პრინციპით გადაანაწილებს ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის საჩვენებელ ვიდეოებს. ამავდროულად, სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში LinkedIn აშკარად კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული.

Microsoft-ის მფლობელობაში მყოფი LinkedIn აცხადებს, რომ ვიდეოების ფორმატი სულ უფრო მეტ მომხმარებელს აინტერესებს. სწორედ ამიტომ ცდილობს ტენდენციების აყოლას და შესაბამისი ფუნქციის დანერგვას — ამჟამად ის ტესტირების ეტაპს გადის და ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი.

ვის ეკუთვნის პირველი ფოტო ისტორიაში?

Aprilia RS 457 — უახლესი მოტოციკლი და მისი შესაძლებლობები