აქ ჩვენ იმ ძირითად სტრატეგიებს გაგიზიარებთ, რომლებიც ლინკდინის ეფექტურად გამოყენებაში დაგეხმარებათ ისე, რომ პლატფორმაზე თქვენი ყოფნა უამრავ ბიზნეს შესაძლებლობად იქცეს. მოდით, დავიწყოთ:
1. LinkedIn პროფილის ოპტიმიზაცია
თქვენი პროფილი შესაძლებლობას გაძლევთ, პოტენციურ მომხმარებლებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. ამისთვის კი რამდენიმე მეთოდს უნდა მიმართოთ:
- მიმზიდველი პროფილის შექმნა — ლინკდინზე პროფილის შექმნა გარკვეულ ბალანსს მოითხოვს, ეს თქვენი უნარებისა და მომსახურებების ავთენტურად წარდგენას ეხება, თუმცა ამასთან, აუდიტორიასთან კავშირის შენარჩუნებას. დარწმუნდით, რომ იმ სიტყვებს იყენებთ, რომლებსაც პოტენციური მომხმარებლები თქვენი მსგავსი მომსახურებების ძებნისას გამოიყენებენ.
- სათაურის მოფიქრება — ეს უბრალოდ სამუშაო პოზიციის სახელწოდება კი არ არის, არამედ საუკეთესო შესაძლებლობას გთავაზობთ, თქვენი უნიკალური ღირებულება მათ წამებში მიაწოდოთ. ყურადღება სწრაფად უნდა მიიპყროთ და ჟარგონების თავიდან აცილებასაც ეცადოთ.
- პორტფოლიოსა და უნარების ჩვენება — პორტფოლიოს ფუნქცია ლინკდინზე ფრილანსერებისთვის ნამდვილ განძს წარმოადგენს, საშუალებას აძლევს მათ, აჩვენონ შესრულებული პროექტები და თავიანთი უნარების დამამტკიცებელი ფაქტები. მეტიც, თქვენი მეგობრების შეფასებები კიდევ უფრო სანდოს ხდის თქვენს პროფილს.
2. კავშირების გაფართოება
ლინკდინზე ისეთი ურთიერთობების დამყარება უნდა ეცადოთ, რომლებიც მალე თანამშრომლობაში გადაიზრდება… ხოლო იმისათვის, რომ თქვენი კონტაქტების გაზრდა შეძლოთ, ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:
- პერსონალიზებული კავშირის მოთხოვნები — მნიშვნელოვანი კავშირის საფუძველი პერსონალიზაციაა. კონტექსტის გარეშე მეგობრის დამატება რაღაც რობოტულ ქმედებას ჰგავს და დიდი შანსია, რომ დაიგნორდეს… ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ პერსონალიზებულ შეტყობინებას დაურთავთ მას და განუმარტავთ, რატომ უკავშირდებით.
- კომენტარების საშუალებით თავის წარმოჩენა — თქვენი ქსელისთვის რელევანტურ პოსტებზე კომენტარების დაწერით შეგიძლიათ, თქვენივე გამოცდილება აჩვენოთ სხვებს და ასე საუბრებშიც ჩაერთოთ.
- ლინკდინის ჯგუფებში გაერთიანება — ეს კონკრეტული ინდუსტრიის პროფესიონალებთან დაკავშირების შანსს გაძლევთ, დისკუსიებში ჩართვა და ინსაითების გაზიარება ნიშ სეგმენტის მიღმა გასვლაშიც გეხმარებათ.
3. გამოცდილების ჩვენება
რაც უფრო უკეთ შეძლებთ თქვენი გამოცდილების ჩვენებას, მით უფრო გაგიმარტივდებათ თქვენს სფეროში ადგილის დამკვიდრება. ეს კი შემდგომი მეთოდებით შეგიძლიათ გააკეთოთ:
- რეკომენდაციები – ეს შეიძლება ეკუთვნოდეს, როგორც თქვენს მომხმარებლებს, ისე კოლეგებს და ისინი ხაზს გაუსვამენ თქვენს უნარებსა და პროფესიონალიზმს, რაც ავთენტურობას უზრუნველყოფს და პოტენციურ კლიენტებს კიდევ უფრო მეტ სანდოობას უჩენს თქვენ მიმართ.
- უნარების შეფასებების ჩვენება — როცა მოთხოვნილ უნარებზე შეფასების ჯანსაღი მაჩვენებელი გაქვთ, ეს კვლავ თქვენი პროფილის სანდოობას აუმჯობესებს.
- წარმატებული ისტორიების გაზიარება — ასე თქვენს შესაძლებლობებზე გაუსვამთ ხაზს, საშუალებას მისცემთ პოტენციურ მომხმარებლებს, წარმოიდგინონ, რა სარგებელს მოუტანს თქვენი მომსახურება მათ.
4. კონტენტის შექმნა თქვენი ბრენდისთვის
კონტენტის შექმნა კი უკვე დინამიკური სტრატეგიაა, რათა აუდიტორიასთან კავშირი შეინარჩუნოთ, ეს როგორც ტექსტის, ისე ვიდეოებისა და ფოტოების მეშვეობით შეგიძლიათ.
- პოსტები და სტატიები — პერიოდულად გააზიარეთ საინტერესო პოსტები და სტატიები, რომლებიც თქვენს ინდუსტრიას უკავშირდება. ამან, შესაძლოა, უახლესი ტენდენციების მოყვარული ადამიანის იმიჯიც შეგიქმნათ.
- ვიზუალები და მიმები — ვიზუალური კონტენტი მომხმარებელთა ყურადღებას იპყრობს, ინფოგრაფიკებს, სურათებსა და მიმებსაც კი შეუძლია თქვენს ბრენდს გარკვეული პერსონალობა შემატოს და კონტენტი მეტად საინტერესოც გახადოს.
- რელევანტური ჰეშთეგებისა და ტრენდების გამოყენება — ასე კი უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლას შეძლებთ…
გამოდის, ლინკდინი ფრილანსერებისთვის საუკეთესო ადგილია, თუმცა მათ კარგად უნდა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ პლატფორმაზე არსებული შესაძლებლობები.