11
Jul
2019

როგორ ვაპოვნინოთ უსახლკაროებს სამსახური? – TBWA-ს ნამუშევარი

11 Jul 2019

Elit Electronics


ქუჩაში მცხოვრები ადამიანი ხშირად შეუმჩნეველი და საზოგადოებისგან გარიყულია. სამსახურის პოვნის შანსიც ძალიან დაბალია. ამ ადამიანების გარშემო თანდათან ყალიბდება უხილავი ბარიერი, საიდანაც გამოსვლა ძალიან ძნელია. არაკომერციულმა ორგანიზაციამ Entourage, რომელიც უსახლკარო ადამიანების სოციალურ ინტეგრირებაზე მუშაობს, სააგენტო TBWA/Paris-სთან ერთად, შექმნა პლატფორმა LinkedOut. პლატფორმის დახმარებით, უსახლკაროთა 24%-მა მუშაობა დაიწყო. სასურველი შედეგის მისაღწევად, დამქირავებლებმაც და საზოგადოებამაც უნდა შეიცვალოს უსახლკაროთა აღქმა, რომ ამ ადამიანებს აქვთ ახლის სწავლისა და წარმატებისკენ სწრაფვის უნარი. თუმცა, შესაბამისი კონტაქტების გარეშე, ძალიან რთულია. პლატფორმა ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, გაუზიაროს თავისი სანაცნობო წრე უსახლკარო ადამიანებს და ამგვარად, სამსახურის პოვნაში დაეხმაროს.

 

განხილვა