პირველი ნაბიჯების გადადგმიდან დღემდე ვრწმუნდებით – ეს ის საქმეა, რაც უნდა ვაკეთოთ, გამოგვდის და ამართლებს. ლინტონის, როგორც სტარტაპის მისიაა ხელი შეუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და ცოდნის ამაღლებას, ციფრული HR-ის მიმართულებით. კომპანიის დამფუძნებლებს, უჩა ოთინაშვილსა და ნანი კობახიძეს, სწორედ ის გამოცდილება გვაქვს, რაც დაგვეხმარა დაგვენახა HR-ის მიმართულებით არსებული პრობლემები და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით გვეპოვა მათი გადაჭრის გზები ბიზნესპროცესებში.
ამასთანავე, ვფიქრობთ, რომ ცოდნის გაზიარება სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ დავაარსეთ Linton Academy, რომელიც ორიენტირებულია ბიზნეს-ტექნოლოგიურ ტრენინგებზე, როგორიცაა მაგალითისთვის „პრაქტიკული HR ტრენინგი HR Soft-ის გამოყენებით“, ასევე „IT რეკრუტინგი“.
ჩვენი პროდუქტები დაფუძნებულია B2B მოდელზე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიების სერვისების მომხმარებლებიც გრძნობდნენ იმ სიკეთეებს რასაც ჩვენ ვთავაზობთ. ამასთანავე, ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტი დაკავშირებულია თანამშრომელთა სწორად შერჩევასა და დასაქმების პროცესებთან და ვფიქრობთ, საინტერესოსთან ერთად, სასარგებლო საქმესაც ვაკეთებთ. მომხმარებელთა კმაყოფილების ასამაღლებლად ვნერგავთ “customer success process”-ს, რაც პროდუქტის მომხმარებლებთან მეტად დაგვაახლოვებს.
ჩვენი კომპანიის ცნობადობის ამაღლებასა და სანდოობის მოპოვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა პროგრამა სტარტაპერმა. მოგვცა საშუალება დაგვემყარებინა საინტერესო ბიზნესურთიერთობები. ვფიქრობ, მსგავსი პროგრამები ამაღლებს მოტივაციას, აუმჯობესებს სამუშაო პროცესისა თუ პროდუქტის ხარისხს. სტარტაპერის პროექტში მონაწილეობის მიღებიდან დღემდე, კომპანიამ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა. კერძოდ, გუნდში შემოგვემატნენ პროფესიონალები რომელთა დახმარებითაც ვახორციელებთ ისეთი პროექტების განვითარებას, როგორიცაა Linton Academy. გავწევრიანდით რამდენიმე საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციაში რისი მეშვეობითაც დავამყარეთ პარტნიორული ურთიერთობა წარმატებულ ავსტრიულ და დანიურ კომპანიებთან.
მნიშვნელოვან ზრდად მიმაჩნია Linton Academy-ის დაფუძნება და განსხვავებული, პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნის გაზიარება ტრენინგებისა თუ სემინარების სახით. საკმაოდ მნიშვნელოვანია HR სფეროთი დაინტერესებულმა ადამიანმა თეორიის გარდა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რამდენად მნიშვნელოვანი და მომავლის პროფესიაა „IT რეკრუტინგი“, ვფიქრობთ სწორი მიმართულებით მივდივართ.
#სტარტაპერი5წლისაა