in

ახალი მოწყობილობა კონტაქტურ ლინზებს ადამიანის ცრემლებით მუხტავს

როგორც ჩანს, ადამიანები მიდრეკილნი ვართ ყველაფრისთვის პოზიტიური კუთხის მოძებნისკენ და გვირჩევნია, რაღაც ცუდიც ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ეს მეცნიერებისთვის განსაკუთრებით ნაცნობი უნდა იყოს, რასაც უახლესი ინოვაციაც ამტკიცებს — ამჯერად სინგაპურში მკვლევრებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ადამიანის ცრემლებისგან იღებს ენერგიას, შემდეგ კი მას ჭკვიანი კონტაქტური ლინზის გამოსაკვებად იყენებს.

M2
M2

რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ ისეთი ლინზა არ იქნება, რომელიც ადამიანებს მხედველობაში ეხმარება, არამედ უამრავ ფუნქციას გააერთიანებს. უფრო კონკრეტულად, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება შეტყობინებების წაკითხვა, ციფრულ სამყაროსთან წვდომა და მონაცემების გაანალიზება. უბრალოდ, მსგავსი კონტაქტური ლინზების ენერგიით გამოკვება საკმაოდ დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, რასაც ბუნებრივი და, ამავდროულად, ინოვაციური გადაწყვეტა მოუძებნეს.

„ეს კვლევა მარტივი კითხვით დაიწყო: შესაძლებელი იქნებოდა თუ არა კონტაქტური ლინზების ცრემლებით დამუხტვა?“, — აღნიშნავს ლი სეოკ ვუ, სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (NTU) ასოცირებული პროფესორი.

შედეგად, ახალი ბატარეა ელექტროენერგიის მისაღებად მხოლოდ წყალსა და გლუკოზას იყენებს, რაც სრულიად უსაფრთხოა როგორც ადამიანისთვის, ისე გარემოსთვის. ეს უმცირესი ზომის, ერთ მილიმეტრზე თხელი მოწყობილობა ბიოთავსებადი მასალების გამოყენებით შეიქმნა, რასაც თან ერთვის გლუკოზაზე დაფუძნებული ფენა. სწორედ ამ უკანასკნელთან რეაგირებს ნატრიუმისა და ქლორიდის იონები — ორივე მათგანი ადამიანის ცრემლებში გვხვდება.

ამჯერად, ტექნოლოგიის დახვეწის პარალელურად, მკვლევრები კონტაქტური ლინზების კომპანიებთანაც თანამშრომლობენ. სავარაუდოდ, პროდუქტი მალე ჩაეშვება კომერციულ წარმოებაში…

Dove-ის თამამი კამპანია სტერეოტიპების წინააღმდეგ

რა მნიშვნელობა აქვს Ad Black Sea 2023-სა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის თანამშრომლობას