მართალია, კონტაქტური ლინზები მოსახერხებელი ალტერნატივაა მათთვის, ვისაც სათვალეების ტარება არ უყვარს, მაგრამ ისინი ზოგჯერ არასასიამოვნოა და გარკვეულ გაღიზიანებასაც კი იწვევს — მაგალითად, კონტაქტური ლინზებით გამოწვეული თვალების სიმშრალე (CLIDE).
ეს მდგომარეობა კონტაქტური ლინზების მომხმარებლების 30-50%-ზე მოქმედებს და, როგორც წესი, მაშინ ხდება, როდესაც თვალიდან ცრემლი მხოლოდ კონტაქტური ლინზის წინა მხარეს ხვდება. წლების განმავლობაში მეცნიერებმა ამ პრობლემას რამდენიმე გადაწყვეტა მოუძებნეს — ტიპური „ხელოვნური ცრემლით“ დაწყებული, უფრო უცნაური იდეებით დასრულებული, როგორიცაა ელექტრულად დამუხტული კონტაქტური ლინზები, მოლეკულური ლუბრიკანტები და ა. შ.
ახლა კი კალიფორნიის ბიოსამედიცინო ინოვაციების ინსტიტუტის (TIBI) მეცნიერებმა ახალი კონტაქტური ლინზა შექმნეს, რომელიც მიკროარხების სერიას შეიცავს — ისინი ლინზის წინა მხარე მდებარე ცრემლსადენი არხიდან საცრემლე ნაწილამდე გადის. სპირალურად მოწყობილი თითოეული არხი ცრემლებს აგროვებს, რომლებიც ლინზის ცენტრთან წარმოიქმნება და ტენიანობას თვალის კიდეებზე ანაწილებს. ხოლო გუგის ნაწილი „გამჭვირვალე“ რჩება, რათა მხედველობაზე არ იმოქმედოს.
შთამბეჭდავია, რომ მთელი ეს მექანიზმი რაიმე დამატებით სამუშაოს მომხმარებლისთვის. პირიქით, ის მხოლოდ იმ წნევით იკვებება, რომელსაც ქუთუთო ქმნის თვალის ხამხამისას. ჯერჯერობით აღნიშნული ლინზა მოდელზე გამოცადეს და უახლოეს მომავალში გეგმავენ მის ცხოველებსა და ადამიანებზე ტესტირებას.
„გამომგონებლურმა მეთოდებმა, რომლებიც ჩვენმა გუნდმა გამოიყენა, პოტენციური გამოსავალი მოუძებნა მილიონობით ადამიანს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ძალისხმევის გაფართოებას შეუწყობს ხელს“, — ამბობს ალი ხადემჰოსეინი, TIBI-ს აღმასრულებელი დირექტორი.