ამერიკულმა ავტოიმპორტიორმა კომპანია Lion Auto Auction-მა ოფიციალურად დაასრულა რებრენდინგის პროცესი და ბაზარზე ახალი სახელით – Lion Auto – აგრძელებს საქმიანობას. განახლებული ბრენდი ზუსტად ასახავს კომპანიის ევოლუციას, დაგროვილ გამოცდილებასა და მისიას, მომხმარებლისთვის ამერიკიდან ავტომობილების შეძენის პროცესი მაქსიმალურად გაამარტივოს.
რებრენდინგის პარალელურად, კომპანიამ წარადგინა განახლებული ვებ–პლატფორმა და მომსახურების ინტეგრირებული სისტემა, რაც ადგილობრივ ბაზარზე ინოვაციურ მიდგომას წარმოადგენს და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ინდივიდუალური ბიუჯეტისა და სურვილების გათვალისწინებით, ამერიკიდან ავტომობილების იმპორტი უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ განახორციელოს.
ლაიონ ავტო არის ამერიკაში წამყვანი ავტოაუქციონის, IAA-ის წარმომადგენელი საქართველოში და უზრუნველყოფს წვდომას ათიათასობით ხარისხიან ავტომობილზე. ალიანსის ფარგლებში, სახელის ცვლილების აღსანიშნავად, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლიმიტირებულ პრომო–აქციას: $200-იანი ფასდაკლება ტრანსპორტირების ღირებულებაზე $10,000-მდე ღირებულების ავტომობილებისთვის. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ონლაინ დაუკავშირდნენ Lion Auto-ს გუნდს ან ეწვიონ კომპანიის თბილისის შოურუმს ა. ბელიაშვილის ქუჩა #43-ში, სადაც ასევე წარმოდგენილია სრულიად ახალი ელექტრომობილები.
სერვისებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ lionauto.ge–ს.
„რებრენდინგის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბრენდის სახელის გამარტივება და ბაზარზე უფრო მკაფიო პოზიციონირება, რაც ხაზს უსვამს ჩვენს კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც სცდება მხოლოდ აუქციონის ფარგლებს. ახალი Lion Auto გახდა სრულყოფილი პარტნიორი ამერიკიდან ავტომობილის შეძენის მსურველთათვის.
დღეს შედეგი თვალსაჩინოა: თუ გსურთ შეიძინოთ სასურველი ავტომობილი საუკეთესო პირობებითა და გარანტიებით – Lion Auto-ს განახლებული ბრენდი, გაფართოებული სერვისები და ექსკლუზიური შეთავაზებები უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისთვის,“ – აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა ქაჯაია.
რა ფაქტორებმა უბიძგა კომპანიას რებრენდინგისკენ?
წლების განმავლობაში, Lion Auto Auction-მა მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი საბაზრო წილი ქართულ ბაზარზე და ათასობით მომხმარებელს დაეხმარა ამერიკიდან ხარისხიანი ავტომობილების შემოყვანაში. დროთა განმავლობაში, კომპანიის სერვისები გასცდა მხოლოდ აუქციონზე ვაჭრობის ფარგლებს, რის გამოც ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ბრენდის სახელი უფრო მეტად ყოფილიყო თანხვედრაში გაფართოებულ საქმიანობასთან. ახალი სახელი – Lion Auto – ზუსტად ასახავს კომპანიის ევოლუციას და მის მრავალფეროვან მომსახურებებს, რომლებიც მოიცავს ავტომობილის შერჩევიდან ტრანსპორტირებამდე სრულ პროცესს.
კომპანიის გამოცდილი გუნდი მომხმარებელს ახლავს ყველა საკვანძო ეტაპზე. ეს კომპლექსური მიდგომა ქმნის უნიკალურ ღირებულებას, რომელსაც ბაზარზე ანალოგი არ გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ სახელის ცვლილების მიუხედავად, კომპანიის ძირითადი ღირებულებები და ფილოსოფია უცვლელი რჩება. მომხმარებლებს ემსახურება გუნდი, რომელმაც წლების განმავლობაში დაამტკიცა თავისი პროფესიონალიზმი, ახლა კი ეს ყველაფერი უფრო ძლიერი, მკაფიო და მოქნილი ბრენდის ქვეშ ერთიანდება.
რა არის ახალი?
Lion Auto-ს განახლებული ციფრული პლატფორმა მომხმარებელს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას ამერიკიდან ავტომობილის შეძენის ყველა ასპექტზე. განახლებული ვებგვერდის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს დეტალურ ინსტრუქციებს, თუ როგორ შეიძინოს ავტომობილი ამერიკის ავტოაუქციონებიდან Lion Auto-ს გამოცდილი ექსპერტების დახმარებით.
სიახლეების აღსანიშნავად, IAA-ის ალიანსის ფარგლებში, Lion Auto მომხმარებელს სთავაზობს განსაკუთრებულ პირობებს – $200-იან ფასდაკლებას ტრანსპორტირების მომსახურებაზე ყველა იმ ავტომობილისთვის, რომელთა ღირებულება 10,000$-ს არ აღემატება. ეს ლიმიტირებული შეთავაზება წარმოადგენს შესანიშნავ შანსს ყველასთვის, ვინც დიდი ხანია ფიქრობს ამერიკული ავტომობილის შეძენაზე, მაგრამ აქამდე ვერ გადაწყვიტა.
კომპანიის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობაა 0%-იანი ფრანშიზა, რაც გულისხმობს ტრანსპორტირების პროცესში დაზიანებების სრულ ანაზღაურებას.
რას ნიშნავს ეს ცვლილება მომხმარებლებისთვის?
ეს ცვლილება ფუნდამენტურად ცვლის მომხმარებლის გამოცდილებას და მნიშვნელოვნად ამარტივებს ამერიკიდან ავტომობილის შეძენის პროცესს. Lion Auto-ს ძირითადი ამოცანაა, შექმნას უსაფრთხო, გამჭვირვალე და ეკონომიურად მომგებიანი გარემო ყველა მსურველისთვის, ვინც ოკეანის გაღმიდან ხარისხიანი ავტომანქანის შემოყვანაზე ფიქრობს. კომპანიის პროფესიონალთა გუნდი ინდივიდუალურად მუშაობს თითოეულ კლიენტთან, იაზრებს მის მოთხოვნებს და ეხმარება ოპტიმალური არჩევანის გაკეთებაში.
კომპანიის ეს რებრენდინგი წარმოადგენს ახალი ეპოქის დასაწყისს და კიდევ ერთ ნაბიჯს იმ მიზნისკენ, რომლის მიხედვითაც ავტომობილის ჩამოყვანა უნდა იყოს ისეთივე მარტივი, როგორც ნებისმიერი სხვა ონლაინ შენაძენი.
ეწვიეთ განახლებულ ვებგვერდს lionauto.ge, სადაც დაგხვდებათ ამომწურავი ინფორმაცია Lion Auto-ს სერვისების, წამყვან ამერიკულ აუქციონებთან პარტნიორობისა და მიმდინარე სპეციალური შეთავაზებების შესახებ.
[R]