in

„27 აგვისტოს, საქართველოში პირველი „ლაივ“ ავტოაუქციონი გაიმართება“ – Lion Group

„ხუთშაბათს, 27 აგვისტოს, 15:00 საათზე აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ნამდვილი ლაივ ავტოაუქციონი გაიმართება“ – www.lionauctions.com-ის ინტერფეისი მათ შორის ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია.

საერთაშორისო ჰოლდინგ Lion Group – ის მიერ შემოთავაზებული ახალი „ონლაინ“ პლატფორმის საშუალებით რეგულარულად გაიყიდება:

  1. ამერიკიდან გზაში მყოფი, Lion Trans-ის მიერ იმპორტირებული, ჩატვირთვის წინ დასურათებული სატრანსპორტო საშუალებები
  2. საქართველოში განთავსებული და შემოწმებული ავტომობილები, რომელთა ნახვა და შემოწმება მსურველებს წეროვანის დაცულ ავტოსადგომზე შეუძლიათ, რაშიც მათ გამოცდილი ასისტენტები სპეციალური ტექნიკის მეშვეობით ეხმარებიან.

„ქართული ავტოაუქციონები მომხმარებელს უკვე არაერთი წელია, სხვადასხვა ტიპის სერვისებს სთავაზობენ, თუმცა პირველად შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების მქონე, თანამედროვე და დაცული პორტალი, რომელიც ავტომოყვარულებს აუქციონზე „ლაივ“ რეჟიმში ფსონების განთავსების საშუალებას აძლევს, ყველაზე დიდი, ამერიკულ აუქციონების მსგავსად.

Lionauctions.com სხვადასხვა ტიპის საიტებისგან, განსხვავდება იმითაც, რომ სანდო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ჰოლდინგი ვებგვერდზე განთავსებული თითოეული ლოტის სინამდვილესთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობას იღებს და საქართველოში მყოფ ავტომობილებზე დეტალურ შეფასებასაც იძლევა: ძრავისა და გადაცემათა კოლოფის ფუნქციონირებაზე, ასევე ავტომობილის ზოგად მდგომარეობაზე. ამავდროულად, კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას ავტომობილის გადაფორმების პროცესთან დაკავშირებით

ამასთან, Lionauctions.com უკვე გასულია საერთაშორისო ბაზარზე და აუქციონებში, პარალელურად, მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, ყირგიზეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები.

ავტოაუქციონები ყოველკვირეულად ჩატარდება. ვებგვერდზე რეგისტრაცია უკვე ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია. საწყის ეტაპზე გაწევრიანებული მომხმარებლებისათვის განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ აუქციონის სერვისებისა და მომხმარებლისთვის ავტომობილების შეძენის პროცესის გამარტივების მიზნით კიდევ არაერთი სიახლე იგეგმება.

 

[R]

მფრინავი და მცურავი ელექტრომანქანა Hexa აშშ-ს საჰაერო ძალებში გამოცადეს

ალბერტ აინშტაინისა და სტივ ჯობსის საიდუმლო – როგორ ვიყოთ უფრო კრეატიულები სამსახურში?