in

Lion Trans-მა ფოთში თანამედროვე სტანდარტის საპორტო ტერმინალი გახსნა

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Lion Trans-ის ტერმინალი ფოთში ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს კომპანიის ბიზნეს პარტნიორები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებმა სივრცე დაათვალიერეს, კომპანიის წარმომადგენლებმა კი მათ ტერმინალის დაარსების ისტორია და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს, აგრეთვე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

ტერმინალი 2022 წლიდან ფუნქციონირებს და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. მის ტერიტორიაზე ხდება არა მხოლოდ  საქართველოს, არამედ სომხეთის, აზერბაიჯანისა და აზიის ქვეყნებისთვის განკუთვნილი ტვირთების იმპორტი, ხოლო ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს ყველა მიმართულებით.

Lion Terminal Poti წლიურად, საშუალოდ, 16 500 კონტეინერის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ტერმინალზე ტვირთის მიღება, გადმოტვირთვა, გადამუშავება, უსაფრთხოების დაცვა და გაცემა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ხდება.

ტერმინალის სრული ტერიტორია 40 000 კვადრატული მეტრია, სადაც განთავსებულია საბაჟო საწყობი, 650 ავტომობილზე გათვლილი დახაზული და დანომრილი ავტოსადგომი, გახსნა-დამუშავების მოედანი და ტერმინალის მართვის ოფისი.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი საბაჟო ზონის გაზრდასთან დაკავშირებით, რათა მეტი ავტომობილის ერთდროულად განთავსება შევძლოთ ჩვენს სივრცეში და მომხმარებლებისთვისაც გავამარტივოთ საკუთარი ავტომობილის ტერმინალიდან გაყვანის პროცესი. ასევე, ვგეგმავთ, გავაფართოოთ ჩვენი ოპერირების არეალი და გარდა ავტომობილებისა, სატვირთო მიმართულებითაც დავიწყოთ ფუნქციონირება, რაც ავტომატურად გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას და დასაქმებული ადამიანების პროცენტული მაჩვენებლის ზრდას“,ამბობს ლაიონ ტერმინალ ფოთის დირექტორი გურამ ყველაიძე. 

ლაიონ ტერმინალი ლაიონ გრუპის ახალი ბიზნეს ერთეულია ფოთში. აღნიშნული ჯგუფი ჰოლდინგ კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ლოჯისტიკური მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტოიმპორტიორია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

[R]

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სასერტიფიკატო მოკლევადიან პროგრამებზე აცხადებს მიღებას!

პროფესიის ზრდასრულ ასაკში შეცვლა — ლუიზა ჩალათაშვილის გამოცდილება