ლიონელ მესიმ რამდენიმე დღის წინ „ბარსელონას“ მაისურით 644-ე გოლი გაიტანა, რითაც პელეს რეკორდი გააუმჯობესა. არგენტინელის უნიკალურ შედეგს სპეციალური კამპანიით ერთ-ერთი ლუდის მწარმოებელი კომპანია გამოეხმაურა.
“In this game, no goal is easy” – #Messi
The Messi mentality 👑
20 years. 1 club. 644 goals.#BeAKing #KingOfBeers #KingOfFootball pic.twitter.com/TJWBoxZbAq
— Budweiser (@Budweiser) December 23, 2020
„ბუდვაიზერმა“ ამ ფაქტის აღსანიშნავად, ყველა იმ მეკარეს, რომლის კარი მესიმ ესპანური კლუბის მაისურით აიღო, ბოთლი ლუდი გაუგზავნა (ყველა მეკარეს იმდენი ბოთლი ლუდი გაუგზავნეს, რამდენი გოლიც მესისგან გაუშვეს). სპეციალურ შეფუთვაზე დატანილი იყო გოლების ნუმერაციაც.
საჩუქრის ერთ-ერთი პირველი ადრესატი ჯანლუიჯი ბუფონი აღმოჩნდა, ლიონელმა კარიერის 514-ე და 515-ე გოლები სწორედ ბუფონს გაუტანა. ლეგენდარულმა იტალიელმა ტვიტერის გვერდზე პოსტიც განათავსა:
„მადლობა ლუდისთვის. ამას კომპლიმენტად მივიღებ. წლების განმავლობაში დიდი ბრძოლები გვქონდა! ლიონელ, გილოცავ 644-ე გოლს და რეკორდის მოხსნას. ეს მართლაც დაუჯერებელი მიღწევაა“.
.@budfootball… thanks for the beers.🍻 I’ll take it as a compliment. 😉 We have great battles over the years! Congratulations on breaking the 644 record #Messi! it really is an unbelievable achievement. Cheers! #BeAKing #ad pic.twitter.com/Rvz2kSv23B
— Gianluigi Buffon (@gianluigibuffon) December 24, 2020
„644 გოლი = მესის მაგიის 644 ეპიზოდს,”
Most goals scored for one club. We'll never see another like him 🐐
Kings aren't made overnight 👑 #BeAKing #Messi #KingOfBeers #KingOfFootball pic.twitter.com/HWYpvUMkR8
— Budweiser (@Budweiser) December 22, 2020
მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე, იან ობლაკმა 10 ბოთლი ლუდი მიიღო, სწორედ ამდენჯერ აიღო მესიმ მისი კარი. იკერ კასილასს 17 ბოთლი ლუდი ერგო. ყველაზე მეტი ლუდი ბრაზილიელ დიეგო ალვეშს შეხვდება, რომელსაც მესიმ 21-ჯერ გაუტანა.