in

მესის პირველი პარიზული ინტერვიუ Twich-ზე შედგა და ნახვების რეკორდი დაამყარა

„ვარჯიში და თამაში, ორი მთავარი რამ, რაც ახლა მსურს – მინდა, ფრანგი გულშემატკივარი გავახარო. ამბიციური კლუბი და პროექტია, აქ ყოფნა მახარებს და ბედნიერს მხდის“

ძირითადად, გეიმინგ სტრიმებით ცნობილი პლატფორმა Twich საფეხბურთო სივრცის ათვისების ამბიციური გეგმის სისრულეში მოყვანას იწყებს. დიდი აჟიოტაჟის ფონზე, პარიზულ გრანდში ლიონელ მესის გადასვლის შემდეგ, მისი პირველი ვიდეოინტერვიუ სწორედ ამ პლატფორმაზე გავიდა.

იბაი ლიონესი ესპანელი ინფლუენსერია, ფეხბურთელთან მისი ინტერვიუ კი სტრიმის სახით თვიჩით Amazon.com-ზე გავიდა.

„ვარჯიში და თამაში, ორი მთავარი რამ, რაც ახლა მსურს – მინდა, ფრანგი გულშემატკივარი გავახარო. ამბიციური კლუბი და პროექტია, აქ ყოფნა მახარებს და ბედნიერს მხდის“, – განაცხადა სტრიმის დროს ლიონელმა.

317 000 ნახვა, ეს ის რიცხვია, რომელიც სტრიმმა პირდაპირ ეთერში დააგროვა. ინფლუენსერი სერხიო აგუეროს ახლო მეგობარია, აგუერო გეიმინგითაც არის დაკავებული და თამაშებს ხშირად სტრიმავს, მათი მეგობრობა კი, საბოლოოდ, ლიონელ მესისთან ინტერვიუთი გაგრძელდა. სწორედ სერხიო დაეხმარა იბაის ინტერვიუს ორგანიზებაში.

ტრადიციული მედიისა და სატელევიზიო ინტერვიუების შემდეგ ეს ახალი სიტყვა და ინოვაციაა, ამაზონი და თვიჩი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, საფეხბურთო სივრცის მეტად ათვისებას აპირებებენ. ერთ-ერთი საცდელი საპილოტე პროექტი შეიძლება სწორედ იბაისთან ერთად შედგეს, ამ უკანასკნელს თვიჩის პლატფორმაზე 7 მილიონი გამომწერი ჰყავს. პოტენციური ერთ-ერთი პროექტის საპატიო ელჩი და ვიდეოპოდკასტების სტუმრად კი შეიძლება, ლიონელ მესი მოგვევლინოს, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელს მედიასთან ურთიერთობა დიდად არ მოსწონს და ამ მიმართულებით ხშირად პასიურობს.

UNAwheel ნებისმიერ ეტლს ელექტრო სატრანსპორტო საშუალებად გარდაქმნის!

მანქანა, რომელიც დადის იქ, სადაც გზა არ არის – Land Rover-ის ისტორია