მოემზადეთ, ხუთი დღის განმავლობაში, გრან-პრისა და ოქროს ლომის გამარჯვებული გუნდები გულწრფელად გაგვიზიარებენ ამბებს, თუ როგორ დაიმსახურეს კანის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის მხრიდან, როგორც საუკეთესოს აღიარება.
ონლაინპლატფორმის – Lions Live მეშვეობით, ისინი გაგვიზიარებენ ბრიფებს, სკეჩებს, პრაქტიკული და შემოქმედებითი აზროვნების პროცესს, „ქეის სთადის“ ფორმატში.
ესაა ის იშვიათი შესაძლებლობა, როცა შასი გაქვთ, ნახოთ, რა ხდება კულისებში, არაჩვეულებრივი კრეატიული გადაწყვეტების მიღმა.
Lions Live-ზე დასასწრებად რეგისტრაცია შეგიძლიათ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ პირველი Lions Live – COVID-19-ის გამო, 22-26 ივნისს გაიმართა. ფესტივალის საგანმანათლებლო და შთამაგონებელი პლატფორის მეშვეობით ჩატარება პანდემიამ განაპირობა.