in

რას ვუყურო Lions Live-ზე? – რეკომენდაციები შემოქმედებითი სფეროს ქართველი წარმომადგენლებისგან

კანის ლომების კრეატიული ფესტივალის ორგანიზებით, 22-26 ივნისს, მსოფლიო კრეატიული ინდუსტრია ონლაინ რეჟიმში გამართულ ღონისძიება Lions Live-ს ადევნებს თვალს. ხუთი დღის მანძილზე, სფეროს პროფესიონალები საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ, განიხილავენ საუკეთესო მაგალითებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს. Lions Live დღეს უკვე მესამედ, სულ ცოტა ხანში გვიმასპინძლებს. მანამდე კი, მარკეტინგისა და კრეატიული ინდუსტრიის ქართველი წარმომადგენლების რეკომენდაციებით შევეცდებით, დაგეხმაროთ, რომელ გამომსვლელზე შეაჩეროთ არჩევანი და რატომ:
 
ვატო ქავთარაძე, WINDFOR’S დამფუძნებელი: „ვურჩევ ყველას, ვისაც დრო და შესაძლებლობა აქვს, უყუროს ყველაფერს, რასაც ჩათვლის საინტერსოდ, თუ მაინცდამაინც არ დააინტერესებს პროცესში, გამორთავს და სხვაზე გადაერთვება, არ არის პრობლემა.. მე უფრო საღამოს ვცდილობ ის ვიდეოები ვნახო, რომელსაც დღის მანძილზე ვერ ვნახულობ, ან ვინმე რეკომენდაციას გაუწევს ჩვენთან შიდა ჯგუფში.. მოკლედ, ამ ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაცილებით ადვილია ნავიგაცია და არჩევანის გაკეთება, ვიდრე ცოცხლად, როცა ფიზიკურად ვერ იხლიჩები ათას ნაწილად“.
 
დავით ხარიტონაშვილი, Mr. Wolf, CEO და დამფუძნებელი: მოკლედ, რაც ლაიონებზე დავამუღამე, არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად პოპულარული ან წარმატებულია თვითონ სპიკერი ან ბრენდი, მთავარია, ნახო ის თემები, რომლებიც პირადად შენთვის არის საინტერესო. ასევე, ხშირად განსხვავებით ბაზრის ლიდერებისაგან, underdog-ებს ბევრად უფრო საინტერესო პრეზენტაცია და ჩვენთვის ბევრად relatable პერსპექტივა აქვთ ხოლმე.
 
 
რას ვნახავდი დღეს მე?
 
1. Whalar Presents Creators for Change: The Power of Creativity
რატომ: თვითონ Whalar ძალიან საინტერესო კომპანიაა, Facebook/Instagram/Snapchat/Tiktok-ის ოფიციალური პარტნიორი და კონცენტრირდება ინფლუენსერ მარკეტინგზე, რაც საქართველოშიც ზრდადი თემაა. თვითონ სფიჩი ექნებათ ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესო თემაზე, პროექტზე, რომლითაც რამდენიმე სხვადასხვა ბრენდი გააერთიანეს, CSR პროექტების გარშემო. სადაც ბრენდები არ ცდილობენ ბაზარზე მეტი პოპულარულობის მოპოვებას კრეატიული კამპანიით და მართლა სხვებთან ერთად კოლაბორაციით ებრძვიან პრობლემას. საინტერესოა, რამდენად გამოუვიდათ.
 
2. Unity Presents Immersive Media and Storytelling’s Renaissance
სპიკერი საკმაოდ ჩემპიონი კაცია და ერთ-ერთი პირველია, ვინც მალევე აუღო ალღო VR & AR Advertising-ის შესაძლებლობებს. აი, ფუტურისტულ ფილმებში რომ გვინახავს Augmented რეკლამები ქუჩებში და გვიფიქრია, „ვაახ, ნეტავ მართლა ასე იქნება?“ აი, მაგ თემაზე ილაპარაკებს ეს კაცი.
 
3. Creative Effectiveness Lions – Pernod Ricard’s Ann Mukherjee
Sneak peek – ჟიურის პრეზიდენტის თავში, რა ტრენდებს აკვირდება, რა გაიდლაინს აძლევს ხოლმე სხვა ჟიურის წევრებს, როდესაც ლომებზე წარდგენილ ნაშრომებს აფასებენ. ვისაც ფესტივალის ჯილდოების დაპყრობა სურს, დააინტერესებს.
 
4. Jung von Matt Presents Why Emotional is the Only Rational
ზოგადად, ბიჰევიორისტული თემები ყოველთვის საინტერესოა და ყველა მარკეტერს ვურჩევდი.
 
5. CMOs in the Spotlight: Tamara Rogers, GSK – საინტერესოა ყველასთვის, ვისაც მენეჯმენტი უწევს. საერთაშორისო CMO-ები მოგივყვებიან, როგორ უმკლავდებიან დისტანციურად მუშაობის გამოწვევას, იმედია, ერთ-ორ კარგ Tips & Tricks-აც ჩაგვახუტებენ.
 
6. Edelman & Unilever Presents Purpose: Advocacy Through Action განიხილავენ, რა სხვაობაა პრეკორონა და პოსტკორონა მომხმარებლის ქცევას შორის. თვითონ სპიკერები ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ადამიანები არიან თავიანთ სფეროში: Conny არის Unilever-ის Chief Digital Marketing Officer, ხოლო რიჩარდი – Edeleman-ის, ბოლო 10 წლეულის საუკეთესო PR კომპანიად დასახელებული საკონსულტაციო ორგანიზაციის დამფუძნებელი და CEO. კარგი ხალხია მოკლედ, ჩასაჯდომია.
 
ასევე, ყველას ვურჩევდი გუგლის: Meet the Makers by Create with Google, სადაც მოხდება Top კამპანიების შემქმნელების პერსპექტივიდან დანახვა – Must-ია ყველასთვის, ვისაც კრეატიული კამპანიები აინტერესებს
 
ქეთო ბარაბაძე, „აჭარაბეთის“ ბრენდის ხელმძღვანელი: დღეს, ყველაზე მეტად IBM-ის გამოსვლას ველოდები, ტექნოლოგიებისა და კრეატივის დამეგობრებით, როგორ შევცვლით მომავალს, განსაკუთრებით, ასეთი გლობალური ცვლილებების ეტაპზე.
 
ტექნოლოგიებისა და კრეატივის მნიშვნელობას აგრძელებს Jung von Matt-იც, რომელიც გვპირდება, რომ მოგვიყვება, ემოციური Vs. რაციონალური გადაწყვეტილებები როგორ მუშაობს მათ მოდელში.
 
ჩემთვის საინტერესოა გეიმინგ ინდუსტრია და განიხილავენ, დღეს, რა ტრენდებია, ამ მხრივ, რა შესაძლებლობები არის, რომელიც ჯერ არავის გამოგვიყენებია.
 
საინტერესო იქნება FMCG-ის გიგანტების მხარე მოვისმინოთ, Unilever და P&G – პანდემიის გავლენა მათ სექტორზე, რადგან ამდენი სხვადასხვა ბრენდი აქვთ გაერთიანებული თავიანთ მხარეს ამ კომპანიებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ვნახავთ, რა პასუხი გასცეს გამოწვევებს.
 
კანის ფესტივალს ემთხვევა ხოლმე Pride-ს, რომელსაც ყოველ წელს, განსაკუთრებულ ღონისძიებებს უძღვნიან. LGBTQ+-ს დაეთმობა დღევანდელი დღე და ტრანსგენდერი Angelica Ross მოჰყვება თავის არცისე სახალისო გამოცდილებაზე.
 
გიო ლობჯანიძე, WINDFOR’S: Tony Parisi ეს კაცი ვირტუალური რეალობის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია და ვფიქრობ, რომ მისი სფერო, როგორც არასდროს, ისეთი აქტუალურია ახლა, პანდემიის პირობებში, როცა ყველამ შევიცვალეთ საცხოვრებელი რეალობა და ფიზიკურიდან, ვირტუალურში გადავინაცვლეთ.
 
ბატონი ტონი გვპირდება, რომ ისაუბრებს კრეატიული სთორითელინგისა და იმერსივ მედიის ლომის წვლილზე სხვადასხვა ბიზნესში, რაც მგონია, რომ კიდევ უფრო გაამარტივებს შექმნილი რეალობის ჩვენს სასიკეთოდ გამოყენების გზების პოვნას.
 
Jean-Remy von Matt -ის სფიჩი მისი თემის სახელიდან გამომდინარე, მგონია, რომ ძალიან საინტერესო იქნება კომპანიებში გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. ჯინ რემის თემა ეხება ემოციურის, როგორც ერთადერთი რაციონალური გადაწყვეტილების რაობას, რამაც წესით სააგენტოსა და კლიენტს ცოტათი მაინც უნდა გაუმარტივოს თანაცხოვრება.
 
არგამოსატოვებელი ამბავია წლევანდელი creative effectivnes-ის ჟურის პრეზიდენტის Ann Mukherjee და ფესტივალის გენერალური მენეჯერის, Simon Cook განხილვის მოსმენა საყოველთაო „კარჩაკეტილობისგან” გამოწვეულ ახალ ტენდენციებზე კრეატიულ ინდუსტრიაში. ასევე, გაგვახსენებენ ამ კატეგორიის გამარჯვებულ „სამაგიდო” ქეისებს, რომლებმაც თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანეს ინდუსტრიის განვითარებაში.
 
გიორგი ადეიშვილი, სტუდენტი (ბრიტანული სტარტაპის, Fugo-ს Brand Communications Manager):
 
Jung von Matt Presents Why Emotional is the Only Rational
დღეს, კანის ლომების ლაივზე კარგი დღეა, ბევრი საინტერესო გამოსვლა გველის, თუმცა რამდენიმე ფავორიტი მაინც მყავს. Jung von Matt გერმანულენოვან ქვეყნებში უდაvოდ საუკეთესო კრეატიული სააგენტოა. დღევანდელი სასაუბრო თემა კი, სათაურიდან გამომდინარე, მომხმარებლის ქცევის შესახებაა – თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს უკვე დღეს ემოციები და რატომაა რაციონალური, მომხმარებლები სწორედ ამ სპექტრში განვიხილოთ. თუ ემოციური და რაციონალური მხარე ერთმანეთის საწინააღმდეგოა, ვფიქრობ, Jung von Matt-ის პერსპექტივა ამ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებას გაერთიანებულს დაგვანახებს.
 
Lockdown Gaming Trends
მე პირადად გეიმერი ნაკლებად ვარ, მაგრამ მაინც ვიღებ სიამოვნებას გეიმინგით. ვიცი, რამდენად განვითარებადი სფეროა და რამდენად დიდი მომავალი აქვს. ისიც ვიცი, პანდემიამ რამდენად შეუწყო ხელი ამ სფეროს და ახალი პერსპექტივებიც დაგვანახა. ამიტომ, ამ ყველაფერს WPP-ს ჭკვიანი ხალხი თავს მოუყრის და საინტერესო ინსაითებსაც გაგვიზიარებს.
 
Meet the Makers by Create with Google
ეს, ალბათ, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სერიაა, სადაც ბოლო დროის საუკეთესო კამპანიებზე იქნება საუბარი – ვინ შექმნა, ვინ იდგა მის უკან და ა.შ. წინა დღეებში, „ბურგერ კინგის“ კამპანიებზე იყო საუბარი – ალბათ, ერთ-ერთ საუკეთესო ბრენდზე ამ კუთხით. დღეს რა იქნება, დაველოდოთ.
 
At Home With… Emily Ratajkowski

და ბოლოს, ამ გამომსვლელს, ალბათ, აქ ყველაზე ნაკლებად ველოდი, მაგრამ მოდელი და აქტივისტი Emily Ratajkowski-ც წარდგება ჩვენ წინაშე, როგორც ჩანს.


რატი გველესიანი, ALIENS: 
კანის ლომების ყოველი დღე საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციულია, ინდუსტრიის შესახებ პირველი პირებისგან ვისმენთ, მათ გამოცდილებებს, სიახლეებს, დანერგილ ცვლილებებს, რომლის შედეგებსაც ნელ-ნელა ვხედავთ და ვგრძნობთ.

 მესამე დღეც ასეთივე საინტერესოა და ვეცადე, რამდენიმე გამოსვლა შემერჩია და რეკომენდაცია გამეწია:
 
18:15 – 18:50 The poolhouse’s Veronica Beach – The Production Reset: ვერონიკას 20 წლიანი გამოცდილება აქვს სარეკლამო ინდუსტრიასა და ფროდაქშენში. მან სააგენტო DAVID-ში მოღვაწეობის პერიოდში 100-ზე მეტი ჯილდო მოიგო კანში. Poolhouse მისი დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ემსახურება საგანმანათლებლო მიზნებს ფროდაქშენის მიმართულებით და ეხმარება პროდიუსერებს დასაქმებასა და ნეთვორქინგში. მისი გამოსვლა შეეხება ფროდაქშენში მომხდარ ცვლილებებს, სიახლეებს და იმას თუ როგორ გაგრძელდება მომავალში ამ ინდუსტრიის განვითარება. ვერონიკას სასაუბრო თემა ასევე იქნება „როგორი იქნებოდა კანის გამარჯვებული კამპანიები, მათ ახლა რომ ვქმნიდეთ“, რაც ასევე, ძალიან საინტერესოა.
 
19:25 – 19:55 IBM Presents Accelerating Change: Creativity and Technology for the Greater Good: IBM-ის პრეზენტაციაში სპიკერები იქნებიან IBM-ის ვიცე პრეზიდენტი ბობ ლორდი და ჩელსი კლინტონი, Clinton Foundation-ის ვიცე-თავჯდომარე. მათი სასაუბრო თემა იქნება კრეატივისა და ტექნოლოგიის სინთეზი განათლებაში, მომავალი თაობისთვის. მათი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდა ახალგაზრდებისთვის და ისინი ისაუბრებენ ამ საკითხის შესახებ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება IBM-ის გეგმები.
 
16:55 – 17:05 At Home With… Emily Ratajkowski: ბოლო რეკომენდაცია ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე შევარჩიე. ხშირად ვაკვირდები გარკვეული სფეროს წარმატებული ადამიანი როგორ ხდება ენტრეპრენერი, მიდის ბიზნესში და იქაც წარმატებას აღწევს. იგივე შემთხვევაა ემილიც. იგი ყველასთვის ცნობილია მისი სამოდელო კარიერიდან და გარკვეულმა ნაწილმა ისიც იცის, რომ 2017 წელს, ემილიმ დაარსა კომპანია Inamorata, რომელიც აწარმოებს ტანსაცმლის 80-ზე მეტ ნაირსახეობას. ის, ასევე, გახდა 2020 წლის ფორბსის 30 Under 30 ის ერთ-ერთი გამარჯვებული.
 
ემილი ისაუბრებს მისი კარიერის შესახებ და იმაზე, თუ „როგორია, იყო წარმატებული დიდ და კრეატიულ სამყაროში”. მისი გამოცდილება შეიძლება რომელიმე მსმენელის ინსპირაციის წყაროც გახდეს.
 
ელლა კამლაძე, მარკეტინგის სპეციალისტი, VISA: ტრიერის მელანქოლიაში, ლურჯი პლანეტა დედამიწას რომ უახლოვდება და ტელესკოპით უცდიან, როდის გამოივლის, ზუსტად ასე ველოდები წლიდან-წლამდე კანის ლომებს. ადამიანებისთვის, რომლებიც მარკეტინგის ინდუსტრიაში მოღვაწეობენ, ეს ნამდვილად წლის მთავარი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი Cannes Lions სხვანაირად მქონდა დაგეგმილი და ერთი წლით ადრე დავიწყე მზადება, როგორ გადავეშვებოდი თავიდან-ფეხებამდე ამ ტესერაქტში, მთელ მსოფლიოს ალტერნატიულ რეალობასთან მოგვიწია ადაპტაცია და წელს პირველად, ფესტივალმა ონლაინ სივრცეში გადმოინაცვლა, რასაც ბევრი დადებითი მხარეც აღმოაჩნდა. ახლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაეშვას კანების ლომების მოგზაურობაში. განსაკუთრებით ინსპირაციული Hakuhodo-ს გამოფენა იყო, მთავარი მესიჯით – “only what you feel drives the world”. დღეს ველოდები Tony Parisi-ს Storytelling’ Renaissance-ს. ვფიქრობ, კვირის ბოლოს ახალი იდეებით, ინსპირაციითა და ემოციებით აღვსილები ვიქნებით.
 
ოლიკო ნადირაძე, გრაფიკული დიზაინერი, ილუსტრატორი: პანდემიამ რომ ყველასა და ყველაფერს თავისი კვალი დაატყო, ყველასთვის გასაგებია, და არც ის ყოფილა გასაკვირი, რომ კანის ლომებიც სწორედ ამ თემას ეხება აქტიურად. ბოლოს და ბოლოს, კინაღამ ჩაიშალა წლევანდელი ღონისძიება. თუმცა სამწუხაროდ, პანდემიის გარდა, კიდევ სხვა პრობლემებმა იჩინეს თავი, მათ შორის კი, ყველაზე მწვავე პრობლემად რასიზმი და ძალაუფლების გადამეტება რჩება. და როგორც გადავხედე, დღევანდელი დღის განრიგს, სწორედ აქტივიზმის თემებით არის დახუნძლული მთლიანი პროგრამა. რაც საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი „სოციალური“ პასუხისმგებლობა ეკისრება დღეს საზოგადოებას, შეოქმედებით გუნდებსა და ბრენდებს, რომ ეს პრობლემები მიიტანონ გასაგები ენით რიგით მოქალაქეებამდე და სწორი კუთხით დაანახონ ამ პრობლემების არსი და ასევე, დაგვანახონ მათი გადაჭრის გზებიც. დღევანდელ დღეს კი ბევრი კარგი რჩევის მიღება იქნება, ამ მხრივ, შესაძლებელი.
 
სავარაუდოდ, ყურებას პირველივე ჩართვით დავიწყებდი, რადგან ყველაზე მეტად, ალბათ, მართლა ამერიკის შეერთებული შტატები დაზარალდა. გარდა Covid-19-ის მძიმე შედეგებისა, ისინი დადგნენ სისტმემის გაუმართაობის წინააღმდეგ და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლამ დიდი მასშტაბები მიიღო. ამიტომ, საინტერესო იქნება იმის მოსმენა, თუ როგორ შეიძლება ამგვარი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა კრეატიული, შემოქმედებითი მიდგომებით.
 
The poolhouse’s Veronica Beach – The Production Reset – ეს თემაც ერთგვარი გაგრძელება იქნება იმ პირველი ჩართვის და აქ უკვე მგონია, რომ მეტად გაიშლება საკითხები და უფრო სამომავლო თემებზე იქნება საუბარი – “Are we in a production reset, an industry reset, or a life reset? (or perhaps all of these)”
 
ჩემთვის, ასევე, საინტერესოდ ჟღერს თემა გეიმინგის შესახებ, რადგან ზოგიერთი ბრენდისა თუ ამჟამინდელი მდგომარეობა სირთულეებთან იყო და არის დაკავშირებული, გეიმინგი არის ერთ-ერთი იმ სფეროთაგანი, რომელზე მოთხოვნაც გაორმაგდა და ამ სფეროს მაგალითმა შეიძლება, დაგვანახოს, რა კუთხით შეიძლება, ზოგიერთი ბიზნესი განვითარდეს, რას შეიძლება მიაქციონ ყურადღება და ა.შ.
 
ნათია სვანიძე, Giovanni Morra, თანადამფუძნებელი:
 
Creative Effectiveness Lions – Pernod Ricard’s Ann Mukherje
ამ გამოსვლაში კანის ლომების მმართველი დირექტორი Simon Cook და კატეგორიის – Creative Effectiveness Lions ჟიურის პრეზიდენტი Ann Mukherje, რამდენიმე გამარჯვებული კამპანიის განხილვის საფუძველზე, ისაუბრებენ შეფასების კრიტერიუმებსა და იმ ასპექტებზე, რომლებსაც ჟიური მსჯელობისას აქცევს ყურადღებას. ჩვენს გუნდში მსგავს კატეგორიაში ქეისის გაგზავნის გამოცდილება გვაქვს, ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესოა ჟიურის თვალით დანახული კრიტერიუმების მოსმენა.
 
Jung von Matt Presents Why Emotional is the Only Rational
რაც ამ სააგენტოსა და ამ ადამიანზე მსმენია, არის ის, რომ აქვთ ძალიან მკაცრად განსაზღვრული სისტემები, ორგანიზებული სტრუქტურა და წესები, რომელსაც თითქმის არასოდეს უხვევენ. თანამშრომლებთან საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება აქვს თავად Jean-Remy von Matt-საც, სააგენტოს თანადამფუძნებელს. ამიტომ საინტერესოა, ამ ადამიანის და ზოგადად, ამ სააგენტოს პერსპექტივიდან გაშლილი თემა ემოციასთან დაკავშირებით.
 
P&G Presents Stepping Up – Creativity as a Force for Good
P&G-ის ბრენდის ხელმძღვანელი ისაუბრებს ბრენდების ჩართულობაზე საზოგადოებისთვის ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა რასიზმი, COVID-19 და ა.შ. შეეხება საკითხს, თუ რამდენად უნდა აიღონ ბრენდებმა პასუხისმგებლობა თავიანთ თავზე, რომ შეცვალონ ქცევები და დამოკიდებულებები. რამდენიმე წლის წინ, ზუსტად ასეთი მცდელობის გამო Gillette, P&G-ის ერთ-ერთი ბრენდი უსიამოვნო სკანდალში გაეხვა. ამ გადმოსახედიდან, საინტერესოა P&G-ს პოზიციებისა და ანალიზის მოსმენა. გამიხარდება, თუ ასევე, ისაუბრებს იმ ზღვარზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა გაავლოს ბრენდმა, როდესაც ის იღებს სოციალური თემის გარშემო საუბრის ინიციატივას.
 
CMOs in the Spotlight: Tamara Rogers, GSK
გამომსვლელები შეეხებიან თემებს, თუ როგორ მართავენ გუნდებს იზოლაციის პირობებში, რაზე ფოკუსირდებიან კომუნიკაციაში და რაც ყველაზე საინტერესოა, რამდენად შეიცვალა და ზოგადად, მომავალში როგორ შეიცვლება მარკეტინგის ინდუსტრია.
 
IBM Presents Accelerating Change: Creativity and Technology for the Greater Good
საინტერესოა IBM-ის ვიცეპრეზიდენტის მოსმენა მომავალი თაობისთვის საჭირო ტექნოლოგიებსა და რესურსებზე. ასევე, იმ თანაკვეთაზე, რომელსაც ტექნოლოგიებისა და შემოქმედებითობის სიმრავლეები ქმნიან.

Facebook-მა მოვლენების პროგნოზირების აპლიკაცია Forecast შექმნა – როგორ მუშაობს

500 startups-ის პირველ ნაკადში შერჩეულ სტარტაპებთან შეხვედრა გაიმართა