in

Lions Live: როგორ გავტეხოთ ეფექტურობის კოდი?

22 ივნისიდან მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიის გულმხურვალე გულშემატკივრებს ონლაინ პლატფორმა Lions Live-ზე შეუძლიათ სრულიად უფასოდ დაესწრონ პროფესიონალების გამოსვლებს, ქეისების განხილვებს, მასტერკლასებსა და სხვა აქტივობებს. საგანმანათლებლო პლატფორმა Lions Live-ის ერთ-ერთი თემა ეფექტური კრეატიული მარკეტინგი იყო, რომელიც სალი ჯანაშვილმა ასე შეაჯამა:

“დღევანდელი შეხვედრებიდან, გამოვყოფდი James Hurman-ისა და Peter Field-ის სემინარს: Cannes Lions & WARC Presents Cracking the Effectiveness Code. სემინარზე განიხილეს თუ, როგორ შეიძლება შევქმნათ უფრო წარმატებული ეფექტური კრეატიული მარკეტინგი. კვლევებზე დაყრდნობით, საფუძველი ჩაეყარა ეფექტურობის ახალ „ენას“, რომელიც დაეხმარება ინდუსტრიას უკეთ გაზომოს ეფექტურობა და ისწავლოს ბევრი ახალი რამ  მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კამპანიების მაგალითზე.

პრეზენტაციის მეორე ნაწილში, ისაუბრეს ანალიზების საფუძველზე გამოვლენილ, კრეატიულობის ახალი პრინციპზე, რომელმაც შეიძლება გარკვეული ცვლილებები შეიტანოს ინდუსტრიაში.

ვფიქრობ, მართებულია ჯეიმსის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ ეფექტურობის გაზრდისთვის, პირველ რიგში, საჭიროა კარგად განისაზღვროს, თუ რა არის ეფექტურობა და შემუშავდეს ეფექტურობის „საერთო ენა“.

ამისთვის, მისი ინსპირაცია Heineken-ის კრეატიულობის შეფასების კიბე გახდა. ეფექტურობაც, შეგვიძლია მსგავსი პრინციპით შევაფასოთ: წარმოვიდგინოთ პირამიდა, რომლის ძირშიც კომერციული ერთეულებია თავმოყრილი (ნახვებისა და გაზიარების რაოდენობა),  შუაში – ბრენდისა და ქცევის (რა გავლენა მოახდინა კამპანიამ მომხმარებლის ქცევასა და გრძნობაზე), ხოლო კენწეროში – კომერციული. ეს დაგვეხმარება კამპანიის წარმატების უკეთ შეფასებაში.

მოცემულ პირამიდაზე დაყრდნობით, შეგვიძლია შევქმნათ ეფექტურობის კიბე, შემდეგი 6 საფეხურით:

1. გავლენიანი იდეა
2. ქცევის ცვლილება
3. გაყიდვების მოკლევადიანი ზრდა
4. ბრენდის დამკვიდრება
5. კომერციული ტრიუმფი
6. გრძელვადიანი თვითდამკვიდრება, სტაბილური კომერციული რეზულტატი

ეფექტურობის კომერციული ღირებულება კიბის ყოველ საფეხურზე იზრდება. შეფასების მოცემული სისტემა საშუალებას მოგვცემს, შევაფასოთ სხვადასხვა კამპანიების ეფექტურობა, რაც, დაგვეხმარება შევქმნათ უფრო და უფრო წარმატებული კრეატიული მარკეტინგი.

ასევე, მომავალში, კრეატიულობა კანის ლომებზე სწორედ ამ კრიტერიუმებით შეფასდება.

როგორ აფასებენ ქართველი მარკეტერები და კრეატორები Lions Live-ს?

Apple-მა CarKey წარადგინა – ფუნქცია, რომლითაც მანქანას გასაღების გარეშე გააღებთ