in

რას ვუყუროთ Lions Live-ზე? – დღე #5

26 ივნისი Lions Live-ის ბოლო დღეა. როგორც ამბობენ, ბოლო ჩვენი მტრისთვის იყოს, მაგრამ დღეს სრულდება „კანის ლომების“ არაორდინალური სეზონი. ორგანიზატორების თქმით, ეს არ იყო ფესტივალის ზუსტად იდენტური, „ონლაინ“ ვერსია. ეს გახლდათ დამოუკიდებელი ღონისძიება Lions Live, რომელიც პანდემიის გამო ჩატარდა ამ ფორმით და მასზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლო. და ბუნებრივია, ჯერ კიდევ შეუძლია – წინ ხომ მთელი დღეა, ძალიან საინტერესო გამოსვლებითა და შეხვედრებით.

ლექციები, საქართველოს დროით, დღის 3 საათზე იწყება! დღესვე [საღამოს 7 საათი] გამოაცხადებენ Young Lions-ის გამარჯვებულებს.

რა არ უნდა გამოვტოვოთ დღეს? 

ABK-ს სენიორ კოპირაიტერი მიშკა სეხნიაშვილი მისთვის საინტერესო სესიების შესახებ გვიამბობს და გვირჩევს, ჩვენც არ გამოვტოვოთ ეს ლექციები. „მარკეტერის“ მკითხველს, ალბათ, ახსოვს, რომ ის Young Lions Georgia 2016-სა და Young Lions Georgia 2019-ში მონაწილეობდა.

მიშკა სეხნიაშვილი: „ბოლო რამდენიმე თვეა, Covid-19-მა რადიკალურად შეცვალა ადამიანების ყოველდღიურობა, რაც პირდაპირ აისახა ყველა დიდ ფესტივალზე. „კანის ლომების“ ფესტივალიც არ გამოდგა გამონაკლისი და წელს დისტანციურად ტარდება, რაც ჩვენთვის, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის, მაინცდამაინც ცუდი ამბავი არ არის.

წელს, „კანის ლომების“ ფესტივალმა უდიდესი არქივი გახსნა. თუკი რამე დადებითი მოიტანა პანდემიის გამოცხადებამ, ერთ–ერთი სწორედ ესაა – საშუალება მოგვეცა, გავეცნოთ ბოლო წლების ბევრ საინტერესო კამპანიის, რომლებზეც ხელი არ მიგვიწვდებოდა. კიდევ ერთი დიდი „პლუსი“ ისაა, რომ წლევანდელი გამომსვლელების ჩანაწერებიც ხელმისაწვდომია, რაც დიდი ფუფუნებაა. დღის განმავლობაში შეიძლება ვერ ადევნო თვალი ყველა გამომსვლელს, მაგრამ სამუშაო დღის ბოლოს შეგიძლია, ერთად გაეცნო მათ გამოცდილებას.

გირჩევთ ნახოთ ყველაფერი, რასაც კანის ფესტივალი გთავაზობთ. შეიძლება, ყველა ლექცია არ აღმოჩნდეს თქვენთვის საინტერესო. თუმცა, სანამ არ ჩართავთ, ამას მანამდე ვერ გაიგებთ.

დღევანდელ პროგრამაში არის რამდენიმე გამოსვლა, რომელიც განსაკუთრებით მაინტერესებს და ვფიქრობ, მათი არნახვა არაფრით არ შეიძლება:

Film Lions – adam&eveDDB’s Richard Brim [თბილისის დროით 15:55] – როგორც უკვე გავიგეთ, adam&eveDDB დეკადის ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ სააგენტოდ დასახელდა. ამ გამოსვლაში „კანის ლომების“ პრეზიდენტი, საიმონ კუკი ზემოთნახსენები სააგენტოდან რიჩარდ ბრიმს მოიწვევს, რომელიც საკომუნიკაციო სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მომავლის ტრენდებზე ისაუბრებს. მისგან ასევე მოვისმენთ კომენტარებს იმ წარმატებული კამპანიების შესახებ, რომლებმაც ინდუსტრიის განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

Burger King Presents Behind The Mask: The Inside Story of the Burger King [თბილისის დროით 18:35]„ბურგერ კინგი“ ყოველ წელს გვანებივრებს კარგი კამპანიებით და არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. მისი კომუნიკაცია მუდმივად გამორჩეულია. ის გასცდა სარეკლამო სფეროს და უკვე პოპ კულტურის ნაწილიც გახდა რობ რაილი და ფერნანდო მაჩადო მოგვიყვებიან 100% flame-grilled beef–ის შესახებ, რომელიც ბრენდი სხვა სიმაღლეზე აიყვანა.

Meet the Makers by Create with Google [დღის ბოლოს] – ძალიან საინტერესო სერია, სადაც წარმატებულ კამპანიებზე მიდის საუბარი. ნამდვილად არ ვიცი, დღეს, ვინ მოხვდება „გუგლის“ ფოკუსში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საინტერესო საუბარი გველის“.

East Point-ის მარკეტინგის დირექტორი თეიკო ლომინაძე თვლის, რომ „კანის ლომების“ ფესტივალის ორგანიზატორთა წლევანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა ყველა ჩვენგანისთვის. 

თეიკო ლომინაძე: „ფესტივალის „ონლაინ“ და „ოფლაინ“ ფორმატებს ვერ შევადარებ და ისევე როგორც ყველაფერში, აქაც ვთვლი, რომ „ლაივს “ვერანაირი დიჯითალი ვერ შეედრება და მით უმეტეს ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა, უდავდოდ ძალიან საინტერესო და სასარგებლო შესაძლებლობაა Lions Live. მთავარი სხვაობა, რაც ჩემთვის აღმოვაჩინე წელს იყო, რომ ეს ფესტივალი იყო ძალიან პრაქტიკული რჩევების მატარებელი ბიზნესისთვის – ეს ხაზი, თითქმის, ყველგან იგრძნობოდა ყველა ვიდეოსა თუ „ლაივში“. წლევანდელი ფესტივალის ჩემი საყვარელი რუბრიკაა CMOs in the Spotlight – ამ რუბრიკის ყველა ვიდეოს ურჩევდი განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც კომპანიის მხარეს არის. განსაკუთრებით მომეწონა Bozoma Saint John, Endeavor განმარტება, რა არის ჩვენი დღევანდელი პოსტ COVID KPI – არ „დაგასპოილერებთ“ მოუსმინეთ. საინტერესო „ინსაითები“ და კვლევის შედეგები გაგვიზიარა Maria Garrido – Vivendi Presents Entertainment in a New World. დღევანდელი დღე გირჩევთ დაიწყოთ ლექციით YouTube Presents The Vanilla Ice Cream Problem [თბილისის დროით 17:35] და რა თქმა უნდა, არ გამოტოვოთ Burger King Presents Behind The Mask: The Inside Story of the Burger King [თბილისის დროით 18:35]. ზოგადად, გირჩევთ, რომ ყველაფერს უყუროთ და არ გაუშვათ ეს უნიკალური შესაძლებლობა დაესწროთ ფესტივალს სრულად“.

რა უნდა ვნახოთ Lions Live-ს მე-5 დღეს, საკუთრ მოსაზრებას გვიზიარებს სააგენტო Redberry-ის კრეატივ დირექტორი რეზო შელია, რომელიც Young Lions Georgia 2017 და Young Lions Georgia 2018-ის მონაწილეა.

რეზო შელია: „არასოდეს დავფიქრებულვარ, რა შესაძლებლობებს გვიხსნის Deepfake-ის გამოყენება. ხშირად, ასეთი შესაძლებლობების გააზრება ინსპირაციის წყაროდ იქცევა-ხოლმე – გვეხმარება იდეის იდეალური განხორციელების მეთოდის პოვნაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მსგავსი ინფორმაცია ამდიდრებს თითოეული პროფესიონალის Creative Toolset-ს – Framestore Presents Demystifying Deepfakes, Unlocking the Future of Creativity [თბილისის დროით 20:10]. 

Toolset-ის გამდიდრების ხსენებაზე, როგორც Creative, ისე მარკეტინგის სფეროში, მნიშვნელოვანი მგონია მედია insight-ების გააზრება. Tiktok-ს აქვს ყველა შანსი გახდეს, (ფაქტობრივად უკვე არის კიდეც) Digital სამყაროს Next Big Thing. მედია ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა და ვვარაუდობ, რომ წინ კიდევ ბევრი ცვლილება ელის. ასე რომ ძალიან დამაინტერესა, თუმცაღა, ჯერ არ მინახავს, გუშინდელი – CMOs in the Spotlight: Katie Riccio Puris, TikTok.

ასევე, დიდი სიამოვნებით მოვისმენ Burger King-ისა და McCann ის მრავალწლიანი თანამშრომლობის შესახებ. გამბედავი ბრენდისა და სააგენტოს გრძელვადიანი თანამშრომლობის ისტორიის გაგება ყოველთვის სასიამოვნოა, მით უმეტეს,  ამ კონკრეტულ შემთხვევაში – Burger King Presents Behind The Mask: The Inside Story of the Burger King [თბილისის დროით 18:35]“.

უკვე შერჩეული აქვს ლექციები Freelancer Copywriter ემილი ქორიძესაც, რომელიც Young Lions Georgia 2018-ზე ბრინჯაო და Young Lions Georgia 2019-ზე ოქრო მოიგო.

ემილი ქორიძე: „ლექციებს მეორე დღეს ვუყურებ ხოლმე, უკვე მთლიანად როცა იდება ყველაფერი. ცალკე „ბრაუზერში“ მაქვს „გაშვებული“ და ჩემთვის საინტერესო თემას ყურს თუ მოვკრავ, გადავდივარ და ვუსმენ. თუმცა არის რაღაც თემები, რომლებსაც წინასაწარ ვინიშნავ: 

მაგალითად, დღეს პირველი ლექცია, რომელსაც ველოდები არის Lions Intelligence Presents a Guide to Creative Survival [თბილისის დროით 15:00], სადაც განიხილავენ პანდემიამ რა დონეზე დააზარალა სფერო და როგორ აპირებენ ამ ყველაფერთან გამკლავებას. 

Accenture Interactive Brazil Presents Heart-beating Brand Experiences [თბილისის დროით 15:30] – ამ ლექციას მარტო იმიტომ ველოდები, რომ აღწერაში რაც წავიკითხე ვერაფერი გავიგე და მაინტერესებს. თუმცა, სათაურმა და ბოლო წინადადებამ მომხიბლა, ასე რომ აუცილებლად გავერკვევი, რა შუაშია გულისცემა და ბრენდები. After all, everything around us will follow our hearts. Literally.

ასევე ველოდები Film Lions – adam&eveDDB’s Richard Brim [თბილისის დროით 15:55]. ადამი და ევა დეკადის საუკეთესო სააგენტოდ დასახელდა და საინტერესო იქნება მათი მოსმენა. 

ველოდები ლექციას Burger King Presents Behind The Mask: The Inside Story of the Burger King [თბილისის დროით 18:35] – „ბურგერკინგი“ რომ დავინახე სათაურში აღწერა არც წამიკითხავს ისე ჩავინიშნე ეს ლექცია, რაც არ უნდა თქვან, ყველაფერი საინტერესო იქნება და თქვენც გირჩევთ უყუროთ.

გარდა ამისა, დღეს Young Lions-ის დაჯილდოებასაც ველოდები. წელს ძალიან კარგი ბრიფი იყო, მინდოდა მონაწილეობა, მაგრამ ვერ მოვაბი თავი. ვფიქრობ, წლევანდელი ფორმატი ძალიან უხდება  Young Lions-ს და მომავალშიც ასე რომ იყოს, გამიხარდება. ამ ფორმატით უფრო მეტი თავისუფლება გაქვს და იდეის უკეთ წარდგენაც შეგიძლია. Young Lions-ზე ვინც იგებს, არასდროს მაქვს პრეტენზია. წინა წელსაც ძალიან კარგმა იდეამ მოიგო და დარწმუნებული ვარ, წელსაც ასე იქნება. ზოგადად, გულწრფელი და მარტივი იდეები იგებს, ცხოვრებაშიც და კონკურსშიც. აი, რაღაცას რომ მოიფიქრებ და კითხვა გაგიჩნდება, „დავიჯერო ეს აქამდე არავის უქნია“? ეს არის კარგი იდეა, იმიტომ რომ ავთენტური და გულწრფელია. სხვანაირად ეს კითხვა არ გაგიჩნდება“.

Normal Is Over. Cheers To That. – მართლაც რომ cheers to that! 🙂 არ ვიცი მარტო მე მაქვს ეს შეგრძნება თუ ყველას, მაგრამ მგონია, რომ ცოტა გვიჭირს სფეროში. ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ და ყველაფერი ერთნაირი გახდა. არ ვიცი ეს კარგი კაცი რას გულისხმობს ამ სათაურში, მაგრამ მოვუსმენ და გავიგებ. 

აქვე ვიტყვი, 28 ივნისამდე, კანის არქივზე უფასოდაა წვდომა. ჩემი რჩევა იქნება კატეგორია classic-ში ყველა რეკლამა ნახოთ. რა სილაღე და სიმშვენიერეა 1954-2000 წლების რეკლამები. მხოლოდ კრეატივი და ლამაზი კადრები, არანაირი სოციალური თემები. მესმის, რომ დღევანდელ საზოგადოებაში ბევრი სოციალური პრობლემა გვაქვს და აუცილებელია მათზე საუბარი, მაგრამ ვისურვებდი, ერთი სფერო მაინც დარჩეს, სადაც არავინ არაფერზე „დატრიგერდება“. იდეაზე ფიქრისას ფილტრის 60% ვაიმე ვინმეს ხომ არ გავანაწყენებთაა და ცოტა მოსაბეზრებელია. საბოლოოდ, ყველანი ადამიანები ვართ და ყველას ერთნაირ რამეზე გვეცინება. დღეს ბრენდების უმეტესობა ცდილობს, „კაი ტიპი“ გამოჩნდეს საკუთარი ფასეულობებით და ხალხზე ღიმილის ათამაშება მეორეხარისხოვანი გახდა. ძველ რეკლამებში კი პირიქითა, არანაირი სოციალური თემა, არანაირი ჩახლართული „ინსაითები“ და უკეთესი საზოგადოებისკენ მოწოდება, არამედ უნიკალური სცენარები, მოგონილი სამყაროები, ლამაზი მუსიკა და კადრები.  

ყველაზე მეტად the rocking bottle დამამახსოვრდა და ნახეთ აუცილებლად, Რა მარტივია. იაპონურია, რასაც დავაკვირდი იაპონური რეკლამები მაშინაც მოწოდების სიმაღლეზე ყოფილან. აშკარად მეტი უნდა ვისწავლოთ მაგ ხალხისგან.

და ბოლოს, Lions Live-ზე ძალიან გამიხარდა ამ სათაურის დანახვა Framestore Presents Demystifying Deepfakes, Unlocking the Future of Creativity [თბილისის დროით 20:10].  

„დიფფეიკები“ რომ ჯერ კიდევ აუთვისებელია მარკეტინგში ძალიან მაოცებს. 1 წელია უკვე რაც ამას ვიძახი და მინდა რომ სადმე რამენაირად გავაკეთო, მაგრამ ჯერ ვერავინ ვიპოვე რო მომისმინოს. საოცარი შესაძლებლობაა გართობის და კარგი რეკლამების კეთებისთვის. შესაბამისად ამ ლექციას დიდი ინტერესით მოვუსმენ“.  

P.S.  Lions Live-ის ყურება, კიდევ უფრო მარტივად, ამ ბმულიდან შეგიძლიათ, რეგისტრაციის გარეშე. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.

„ზომა“ ახალ პრინტებს „ფაქიზთან“ კოლაბორაციით უშვებს

დიზაინ ლიდერი – მასწავლებელი 2.0? – ერეკლე ინაშვილი