კანის კრეატიული ფესტივალის საგანმანათლებლო პლატფორმამ Lions Live სტარტი, დღეს, 22 ივნისს აიღო. ონლაინ ღონისძიებას, ონლაინ რეჟიმში, თვალს მთელი მსოფლიო ადევნებს, მათ შორის, კრეატიული ინდუსტრიის ქართველი გულშემატკივარი. Lions Live-ზე მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიის პროფესიონალები პასუხობენ კითხვებს, საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე, განიხილავენ ქეისებს. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელ გამოსვლად, დღეს, რეი ინამოტო დასახელდა, რომლის მიერ განხილულ ქეისზე თამთა ასლანიშვილი გვესაუბრა:
“რეი ინამოტოს გამოსვლა იყო ძალიან საინტერესო და ახლოს მყოფი და აუცილებლად გასაზიარებელი ჩვენი რეალობისთვის. მაგალითისთვის მოიყვანა სარესტორნო ბიზნესი და ამ ინდუსტრიაში პანდემიის გამო შექმნილი გამოწვევები, რომელსაც რესტორანი Narisawa (მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანს შორისაა) წარმატებით გაუმკლავდა, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენთანაც სარესტორნო ბიზნესს განსაკუთრებით გაუჭირდა და შეიძლება ეს რჩევები გამოადგეთ: 1. From organizational scale to Functional speed 2. from USP to POV 3. from Case study to Business case 4. Ideal Future to Practical future.

ორზე მინდა განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება, პირველი არის გარდაქმნის სიჩქარე და სწორი გადაწყვეტილებები, ნარისავას რესტორნის მენიუ იყო კომპლექსური, ბევრ ელემენტიანი და ძვირი (400 USD ერთი პერსონა). შეფი და რესტორნის მფლობელი დროულად მიხვდნენ, რომ უნდა შეეცვალათ და რესტორნის მენიუ გაეხადათ ნაკლებად კომპლექსური. შეამცირეს კერძების რაოდენობა, კერძებს კი ახალი ფორმა მისცეს, რათა ადვილად ტრანსპორტირებადი და ბენტო ბოქსზე მორგებული ყოფილიყო. ამას მოყვა გაიაფება (150 USD ერთი პერსონა), შეინარჩუნა გემოც და ბრენდის მთავარი კონცეფციაც – ყოფილიყო ყველაფერი ნატურალური.

მეორე არის იდეალური მომავლიდან რეალურ, პრაქტიკულ მომავალზე ორიენტირება. რეალური მომავალი მისთვის და ზოგადად ინდუსტრიისთვის, იყო იმის დაშვება, რომ პანდემია მორჩებოდა და ყველაფერი ძველ რეალობას დაუბრუნდებოდა, დროებითი გაჩერების შემდეგ, აღდგებოდა ის ჩვევები, რომლებიც მომხმარებლებს ჰქონდათ. რისი დაშვებაც მფლობელებმა არ გააკეთეს და გადაწყვიტეს ადაპტირება და მომხმარებლებზე დაკვირვება. დაკვირვებამ ანახათ, რომ პანდემიამ ააგორა ახალი ტალღა ე.წ ჰოუმ ქუქინგის, ადამიანებმა დაიწყეს საჭმლის სახლში მომზადება და ამის გაზიარება. რესტორნის შეფმა გადაწყვიტა ამ მოცემოლობასთან ადაპტირება, მოახდინა ამ ქცევის კაპიტალიზება, შექმნა ახალი ბაზარი და მათ დაიწყეს ინგრედიენტების ყუთების გაკეთება, რომლის გამოძახებაც მომხმარებლებს შეუძიათ და სახლში მომზადება (ერთი ულუფა ინგრედიენტი 60$).”














