in

როგორ აფასებენ ქართველი მარკეტერები და კრეატორები Lions Live-ს?

კანის ლომების კრეატიული ფესტივალის ორგანიზებით, 22-26 ივნისს, მსოფლიო კრეატიული ინდუსტრია ონლაინ რეჟიმში გამართულ ღონისძიება Lions Live-ს ადევნებს თვალს. ხუთი დღის მანძილზე, სფეროს პროფესიონალები საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ, განიხილავენ საუკეთესო მაგალითებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს. Lions Live-ის პირველი დღე დასრულდა და მარკეტინგისა და კრეატიული ინდუსტრიის ქართველი წარმომადგენლები თავიანთ შთაბეჭდილებებზე გვიყვებიან.

ლევან ლეფსვერიძე
ლევან ლეფსვერიძე

ლევან ლეფსვერიძე, Leavingstone: “Lions Live-ის ფორმატი საკმაოდ კარგი მომეჩვენა. მოკლე, ლაკონური ვიდეოები მშვენიერი გადაწყვეტილებაა – ეფექტურად გადმოგვცემს მთავარ სათქმელს და დიდადაც არ გწყვეტს შენი საქმიანობიდან. დღევანდელი თემებიდან Business Transformation Lions-ების წარდგენას აღვნიშნავდი. იცვლება ბიზნეს გარემო და კანის ფესტივალიც ფეხს უწყობს ამ ცვლილებებს. ახლა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა კრეატიული აზროვნების ისე გამოყენება, რომ ბიზნესმა იხეიროს. ბიზნესების ადაპტაცია შემოქმედებითი ხალხის სამართავი პროცესია, სხვანაირად ვერ მოხდება. იმავე საკითხს ეხებოდა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინსპირაციო ლიდერის Rei Inamoto-ს პრეზენტაცია. აშკარაა, რომ ინდუსტრიაში ახლა ყველაზე ცხელი თემაა ბიზნეს ტრანსფორმაცია.

ყველაზე მნიშვნელოვანი სიკეთე, რასაც კანის ფესტივალი ამ კვირის განმავლობაში უფასოდ გვთავაზობს არის წვდომა არქივზე – lovethework.com (სხვა დროს, ათასობით ფუნტი ღირს). აქ ნახავთ გასული წლების ყველა კამპანიასა და სასარგებლო Talk-ებს.”

ქეთი ბარაბაძე, დევიდ დროგა
ქეთი ბარაბაძე, დევიდ დროგა

ქეთო ბარაბაძე, Adjarabet: “დაიწყო! წელს ასე გამოვიდა, რომ ვირტუალურად ვესწრებით, მაგრამ მაინც განსაკუთრებული ემოციებით. რა კარგი რამე გააკეთეს, ადაპტირდნენ უცებ და ყველას მოგვცეს წვდომა ყველაფერზე, თან სრულიად უფასოდ. დილიდან ჩავრთე და ქაუნთდაუნს ვუყურებდი. გამოვაცხადე რომ ეს კვირა Cannes Lions-ს ვეკუთვნი მხოლოდ. პირველი დღის ჰაილაითი ჩემთვის, ისევე როგორც წინა წლები, არის არის WARC, რომელმაც ახალი საზომი შემოგვთავაზა და Spotify, რომელიც ვფიქრობ, ინფორმაციას, მონაცემებს და ტექნოლოგიებს ყველაზე საინტერესოდ იყენებს წლებია. ყველა დიდი კამპანია ამაზე აქვს. მომეწონა ჩემი საყვარელი HAKUHODO, მისი 5 წუთიანი გამოფენით და მესიჯით: ემოციები ატრიალებს სამყაროს. ჩემს ფავორიტებს კი კვირის ბოლოს ველოდები: Scott galloway, Fernando ბურგერკინგიდან და რა თქმა უნდა, David Droga.”

სალი ჯანაშვილი
სალი ჯანაშვილი

სალი ჯანაშვილი, KIA Motors Georgia:კანის ლომებს, ყოველ წელს, განსაკუთრებული ინტერესით ველოდები. ჩემი მოლოდინები წელსაც გამართლდა და ფესტივალის პირველივე დღეს, უკვე მრავალი ახალი და საჭირო ინფორმაცია მივიღე.”

ბეკი ფანცხავა, TBC: “იმ ემოციებს, რომლებიც შარშან 5 დღის განმავლობაში კანში მეუფლებოდა, ვერაფერს შევადარებ. წლევანდელ კანს განსაკუთრებით ველოდი. ივნისი ჩემო კალენდრისთვის ყველაზე სასურველი ფერით მქონდა მონიშნული, თუმცა პანდემიამ ყველაფერი შეცვალა.

ბეკი ფანცხავა
ბეკი ფანცხავა

მაგრამ, დადებითად შევხედოთ ყველაფერს. წელს პირველად ყველას შეუძლია დაესწროს კრეატიულობის ფესტივალს, ისწავლოს საუკეთესოებისგან, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში და უბრალოდ გამოცადოს ის, რასაც კანი ჰქვია. მერე რა, რომ ვირტუალურად!

დღევანდელი დღე წინასიტყვაობა იყო იმ დიდი ისტორიის, რომელსაც ჩვენ თვალი უნდა ვადევნოთ 22-26 ივნისს! რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო განხილვის მთავარი საკითხები: კოვიდი და ეწ new normal, #blacklivesmatter, შეხვედრა ვარსკვლავთან (ქართველებისთვის შავი ზღვის ჯაზფესტივალიდან ნაცნობი და საყვარელი Wyclef Jean, რომელმაც ქართულად წერაც იცის), სთორითელინგის ახალი მეთოდები და ბევრი სხვა.”

თამთა ასლანიშვილი
თამთა ასლანიშვილი

თამთა ასლანიშვილი, MBC: “Lions Live-ის პროექტი და კონცეფცია არის დროული და პანდემიის პირობებში, საუკეთესო გამოსავალი. ძალიან კომფორტულია, საყურებლად და მოსასმენად დინამიკური, საინტერესო და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი. დღეს, ყველას აქვს შესაძლებლობა მოუსმინოს კრეატიულ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, უფასოდ, სახლიდან; გაეცნოს და ნახოს წინა წლის ნამუშევრები. საუკეთესო საჩუქარია ინდუსტრიის და არამარტო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის. რა თქმა უნდა, დამაკლდა ნეთვორქინგის ის შესაძლებლობა, რომელსაც კანში ფესტივალზე ჩასვლა გვაძლევდა, თუმცა, დღეს მთავარი მაინც ჯანმრთელობა და პანდემიასთან გამკლავებაა.”

ანი ნიჟარაძე, Redberry: “პანდემიის დასაწყისშივე სააგენტოებში ყველას გაგვიჩნდა კითხვა, ჩატარდებოდა თუ არა წლევანდელი კანის ლომები. ოფიციალური განცხადების თანახმად, გაირკვა, რომ ფესტივალი აღარ გაიმართებოდა. მახსოვს, საკმაოდ გავბრაზდი და ვიფიქრე, ამათმა თუარ იპოვეს გამოსავალი აბა ვინ-მეთქი. საბედნიეროდ, კანი ჩატარდა და იმაზე უკეთ, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი.

ანი ნიჟარაძე
ანი ნიჟარაძე

საკმაოდ დროული იყო ფესტივალის ციფრული ტრანსფორმაცია და ამავდროულად, ძალიან სწორიც. წლევანდელმა ფესტივალმა შეიძინა დამატებითი ღირებულება, რაც მანამდე არასდროს ჰქონია – ის ყველასთვის ღია გახდა, ხალხი საერთო პრობლემის წინაშე გააერთიანა და გამოსავალიც დაანახა. კონცეფციაც ეპიდემიის შემდგომ ბიზნესების ტრანსფორმაციას ეხებოდა და მარტივი რჩევებით და ინსაითებით სხვებსაც მოგვეცა საშუალება მიგვეღო საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა. განსაკუთრებით საინტერესო იყო რეი ინამოტოს დისკუსია, თუ როგორ შეიძლება ბიზნესები მოერგონ ახალ რეალობას და ეს ყველაფერი ერთი მარტივი მაგალითის ჩვენებით. ამ მაგალითმა კი, კარგად დაგვანახა, რომ მთავარი შესაძლებლობის დანახვაა, განსაკუთრებით კი, კრიზისულ სიტუაციაში, რაც ერთი შეხედვით გაკოტრებისკენ განწირულ ბიზნესს ახალ რეალობას უქმნის.”

Lions Live: როგორ გადაეწყო Vox Media ვირტუალურ პროდიუსინგზე, პანდემიისას

Lions Live: როგორ გავტეხოთ ეფექტურობის კოდი?