in

ამ პორტატიული ყუთით ელექტროენერგია ლაშქრობის დროსაც კი გექნებათ

არ აქვს მნიშვნელობა, სად ხართ, LIPOWER ზუსტად 2000 ვატ სიმძლავრეს ნებისმიერ ადგილზე მოგაწვდით, იქნება ეს ლაშქრობა, სანაპიროზე დასვენება, მანქანით მოგზაურობა თუ დრონით გადასაღებად წასვლა. 

დიახ, გარეთ გამოყენებისთვისაა შექმნილი და მზის პანელებით დამუხტვის უნარიც აქვს. თუმცა ამას შენობაშიც მარტივად მოახერხებთ, თუ, მაგალითად, ელექტროენერგია გაითიშება. ეს სრულყოფილ გზასაც გთავაზობთ ელექტროენერგიის დამოუკიდებლად აღსადგენად. ამიტომ, მთლიან ენერგოქსელზე დაყრდნობა აღარ დაგჭირდებათ. გამოდის, დროთა განმავლობაში გადასახადებსაც შეამცირებთ…

1460 Wh სიმძლავრის ელექტროსადგური 16.1 კილოგრამს იწონის. ჩაშენებული ხელები კი მის გადაადგილებას ან, თუნდაც, მანქანაში კომპაქტურად მოთავსებას ბევრად ამარტივებს. 10 განსხვავებულ შესაერთებელსაც კი გთავაზობთ, თქვენი ტელეფონების, პლანშეტების, ლეპტოპებისა და სხვა მოწყობილობების დასამუხტად. მათ შორისაა 3 110V AC, 3 12V DC, 3 USB-A და USB-C პორტები. 

როგორც უკვე ვთქვით, მზის პანელებს იყენებს, კონკრეტულად კი 5 საათში 80%-ით იმუხტება. ხოლო LCD პანელი საშუალებას გაძლევთ, ბატარეის დონეს დააკვირდეთ. საოცარი გაგრილების სისტემაც აქვს, რომელიც 35 დეციბელზე მუშაობს. ეს კი იმაზე ბევრად ჩუმია, ვიდრე ის, რასაც ელექტროსადგურების უმეტესობა იყენებს. 

პორტატიული წყარო მდგრადი ენერგიისთვის EV-კლასის LFP ბატარეებით არის აღჭურვილი. რაც შეეხება უშუალოდ ბატარეის სიმძლავრეს, მისი მხოლოდ 20% ფუჭდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 10 წლის შემდეგაც LIPOWER Mars-2000-ს ჩვეულებრივ გამოიყენებთ.

ახალი ეგზოჩონჩხი გველს ფეხებით გადაადგილებაში ეხმარება

შექმნეს რობოტი, რომელიც შავ ხვრელებს წინააღმდეგობის გარეშე მიუახლოვდება