in ,

ლიპტონის განახლებული ლოგოტიპი

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჩაის ბრენდმა ლიპტონმა (Lipton), რომელიც კომპანია Unilever-ს ეკუთვნის, ლოგოს რებრენდინგი გააკეთა.

ახალ ლოგოს უფრო წვრილი დეტალები აქვს, მაგრამ თვითონ რებრენდინგის შესახებ არანაირი ინფორმაცია არაა. ყველა მიჩვეულია, რომ რებრენდინგს ყოველთვის კომპანიის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაცია მოყვება, ახალი სარეკლამო კამპანია ან რაიმე მსგავსი ღონისძიება. ლიპტონის შემთხვევაში ყველაფერი ჩუმად მოხდა.

მთავარი ცვლილება წარწერის ქვედა მარჯვენა კუთხიდან, ცენტრში გადატანა გახდა.  ამასთანავე ასოებმა გარშემო მოყვანილობა დაკარგეს,  ხოლო წითელი ფონი, რომელზეც ასოებია განთავსებული ძველ ლოგოსთან შედარებით უფრო წვრილი გახდა.

ინტერნეტ მომხმარებლებმა და ექსპერტებმა მსგავსება შეამჩნიეს, ლიპტონის ახალ ლოგოსა და ჩიფსების მწარმოებელ ბრენდ ლეისის  (Lays) ლოგოებს შორის.

ოფიციალური განცხადება ლოგოს შეცვილის კომპანია Unilever-ს არ გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია რომ ლოგო შეიცვალა და მის გარშემო განხვილვა სხვადასხვა ფორუმებზე და ჯგუფებში მიმდინარეობს.

 

სუპერმენზე Go-Pro დააყენეს

Skrepi.ge – საკანცელარიო ნივთების ონლაინ მაღაზია