in

Lipton-მა ლოგო და შეფუთვა განაახლა

ჩაის საერთაშორისო დღეზე Lipton-მა ბრენდის განახლების შესახებ აცნობა მომხმარებლებს, რაშიც გათანამედროვებულ ლოგოს, შეფუთვის ახალ დიზაინსა და პროდუქტების ფართო არჩევანს მოიაზრებს — ასე ბრენდი ბოლო წლებში კომპანიის პირველ მნიშვნელოვან ცვლილებას აღნიშნავს. ამ ამბავს კი ახალ მფლობელს უკავშირებენ, რომელიც ასე ბრენდის 135 წლის იუბილეს ზეიმობს.

BOG
BOG

აღსანიშნავია, რომ განახლებულ ლოგოს სლოგანი: We Choose Tea ახლავს. 

ბრენდის განახლებული იდენტობა ხიდს აგებს მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას შორის, ამასთან, პატივს მიაგებს მის მარტივად შესამჩნევ წითელ ნიშანს და საკულტო ყვითელს, რომელიც მზით არის შთაგონებული. ეს რებრენდინგი ვიზუალურ განახლებაზე მეტია, ბრენდისგან ცვალებადი გემოვნების დაკმაყოფილების ერთგულებაზე მიანიშნებს, — განმარტავენ Lipton-ში.

ზემოთ პროდუქტების ფართო არჩევანი რომ ვახსენეთ, მათ რიცხვს ორი ახალი შავი ჩაი English Breakfast და Earl Grey დაემატება. ამასთან, ბრენდი ხილისა და მცენარეების ჩაის დამატებას გეგმავს, რასთან ერთადაც დაბალი შაქრის შემცველობის ან სრულად უშაქრო ცივი ჩაის პაკეტებსაც დაამატებს.

შეგახსენებთ, რომ Lipton ჩაის ტიტანია — პროდუქციას 100-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის და მსოფლიოში უდიდეს ჩაის ბიზნესს წარმოადგენს. 

 

Disney-მ Zootopia 2-ის თიზერის თრეილერი გამოუშვა!

Bentley Exhibitions – თედო რეხვიაშვილის ფერწერა