in

Lipton – ბრენდი, რომლის ისტორიაც თავიდან ბოლომდე მისმა დამფუძნებელმა დაწერა

ცხელ-ცხელი ჩაის დალევა თითქმის ყველას გვიყვარს, განსაკუთრებით ცივ ამინდში და განსაკუთრებით მაშინ, თუ მას საინტერესო ისტორია ახლავს თან. ეს სტატია ჩაის ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის შესახებ მოგიყვებათ, რომელიც ჩაის თანხლებით შეგიძლიათ, ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხოთ.

istoriebi
istoriebi

პერსონა, სახელად თომას ლიპტონი

თომას ლიპტონი – ეს ბრწყინვალე სახელი ჩაის ინდუსტრიის სამყაროში იყო და დარჩება ბევრისთვის საინტერესო ცხოვრების ისტორიად, რადგან ის მრავალი თაობის შთამაგონებელი ადამიანია და ცნობილია შრომისმოყვარეობისა და შეუპოვრობის სიყვარულით. სხვადასხვა სფერო, რომელშიც ის მუშაობდა, მისთვის იქცა ნაბიჯებად, რომლებითაც მან წარმატებასა და გამორჩეულობას მიაღწია.

ლიპტონის ისტორია შოტლანდიელი ბიჭუნას ამბით იწყება, რომელიც 13 წლის ასაკიდან თავდაუზოგავად შრომობდა, ხოლო განათლების მისაღებად საღამოს სკოლაში დადიოდა. მისი მამა სასურსათო მაღაზიას ფლობდა, რაშიც თომასიც ეხმარებოდა. 

ჩაის ბიზნესი

მე-19 საუკუნის ბოლოს ჩაი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ძვირფას პრპდუქტად იქცა, რაც თომასის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. მან მაღაზიაში გახსნა ჩაის საბითუმო განყოფილება, სადაც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა, შეღავათიან ფასად შეეძინა ეს გამორჩეული და მანამდე ფართო საზოგადოებისთვის მიუწვდომელი სასმელი. ცხადია, ეს არ იყო მარტივი, რადგან მას ბევრი ხარჯი ჰქონდა, თუმცა თომასი ამით არ შეჩერებულა.

ჩაის დამზადება საკუთარი ძალებით

ხანგრძლივი ფიქრისა და სფეროს შესწავლის შემდეგ თომასს გაუჩნდა შესანიშნავი იდეა – დაემზადებინა ჩაი თვითონ, საკუთარი ძალებით. ამით მას თავად ექნებოდა კონტროლი ბიუჯეტზე, დამზადების ეტაპიდან ჩაის შეფუთვის განაწილებამდე.

ამ გეგმის განსახორციელებლად თომასი შრი-ლანკაზე გაემგზავრა, რომელიც გამორჩეული იყო და დღემდე არის ჩაის წარმოების საქმეში. მან იქ დაიწყო ჩაის მოყვანა და შედეგად ოქროსფერი, მბზინავი შეფერილობის, არომატული ჩაი მიიღო, რომელიც განსხვავებული იყო მსოფლიოში გავრცელებული სხვა ტიპის ჩაისგან.

1890 წლის ივნისის დასაწყისში ლიპტონმა მოახერხა ყოველწლიურად 45 მილიონი ფუნტი ჩაის ექსპორტი. მან იყიდა 12 მიწის ნაკვეთი ცეილონის კუნძულებზე და გახდა ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი.

ჭკვიანური გათვლა

კიდევ ერთი ჭკვიანური გათვლა, რომელიც თომას ლიპტონს ჰქონდა, იყო სხვადასხვა ზომის შეფუთვის დამზადება ჩაისთვის. მისი კონკურენტები ჩაის წონიდნენ და ქაღალდში ახვევდნენ. მან კი განსხვავებული მიდგომა არჩია – ვაჭრებსა და მომხმარებლებს საშუალება მისცა, ეყიდათ სხვადასხვა ზომის ჩაის შეფუთვა, რამაც განაპირობა ის, რომ თომასმა აჯობა თავის კონკურენტებს.

ლიპტონის გაყიდვები გაიზარდა 1893 წლისთვის, რადგან თომასმა მოახერხა ჩაის ერთი მილიონი შეფუთვის გაყიდვა ჩიკაგოს გენერალურ შოუზე. ეს იყო ნაბიჯი, რომელიც გადამწყვეტი მომენტი იყო ლიპტონის ქარხნებისთვის, რათა გადასულიყვნენ შიდადან გლობალურ ბაზრებზე. 

მთელ მის ისტორიაში ყველაზე საგულისხმო და მნიშვნელოვანი ისაა, რომ თომასის წარმატება ერთ მშვენიერ დღეს არ მოსულა. არ ყოფილა რაღაც მომენტი, რომლის შემდეგაც თომასი ცნობილი და წარმაბეული ბიზნესმენი გახდა, მისი ბრენდი კი საყოველთაოდ პოპულარული. ყველაფერი, რასაც თომას ლიპტონმა მიაღწია, მოთმინებასა და თავდაუზოგავ შრომას ეფუძნება.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Hyundai-სა და FIFA World Cup 2022-ის  პარტნიორობა საუკუნის გოლის გასატანად

მანქანის კამერები – სტანდარტი, რომელიც რბოლიდან საყოფაცხოვრებო ავტომობილებში გადმოვიდა