21
Oct
2019

მოკალი წყურვილი “თხევადი სიკვდილით”! – H2O-ს კამპანია

21 Oct 2019

ყველა ექიმი გეტყვით, რომ სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. თუმცა, ავსტრიულ ბრენდს H2O თუ დავუჯერებთ, ეს მცდარი აზრია. ჰელოუინთან დაკავშირებით, კომპანიამ დაიქირავა “ნამდვილი ჯადოქარი”, სახელად Mystic Dylan , რომელმაც უჩვეულო მისია იტვირთა. ქილებში სახელდახელოდ ჩამოსხმულ “თხევად სიკვდილს” მან წყევლა დაადო. როგორც კამპანიაშია განმარტებული, ნებისმიერი, ვინც მას გასინჯავს, დემონებს მიიზიდავს. ისევ გწყურიათ? წყევლის მოხსნა და სიმშვიდის დაბრუნება მომხმარებლებს, საკმაოდ იაფად, 99 ცენტად შეუძლიათ. ხოლო მათ, ვისაც 1 დოლარი საამისოდ არ ემეტებათ, კომპანია აფრთხილებს და პასუხისმგებლობას იხსნის დემონების მიერ მიყენებულ ზარალზე.

განხილვა