Liquid Death-მა თავისი არომატიზებული გაზიანი წყლების პოპულარიზაციის გამო მომხმარებლებს საკმაოდ უცნაურ ადგილზე უმასპინძლა. ახალი გემოც გატესტა და ეს ყველაფერი რეკლამაში Toilet Taste Test გვაჩვენა. ამ ამბავში კი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები დაიხმარა.
ისეთი ტესტი ჩაატარა, როგორიც აქამდე სხვაგანაც ბევრჯერ შეგვხვედრია, ერთ მხარეს Liquid Death-ის არომატიზებული გაზიანი წყალი დადო, მეორე მხარეს კი ე. წ. პრებიოტიკური სოდა — ამტკიცებენ, რომ ეს უკანასკნელი ბოჭკოვან საფაღარათო საშუალებებთან შედარებით ექვსჯერ მეტ ბოჭკოს შეიცავს… და თუ რა შუაშია ეს, ამას ვიდეოს ბოლოსკენ ხმებით მიხვდებით.
ასე კი Liquid Death საკუთარ თავს ტრადიციული შაქრით გაჯერებული გაზიანი სასმლის ჯანსაღ ალტერნატივად წარმოაჩენს. The Toilet Taste Test-იც იმის მაჩვენებელია, თუ რომელ ბრენდებს მიიჩნევს კონკურენტად — ბოჭკოს გემოსა და შედეგებზე ფოკუსირებით ბრენდმა არა მხოლოდ სასაცილოდ მიიჩნია, არამედ პირდაპირი დარტყმა მიაყენა იმას, რასაც ბევრი, პრებიოტიკური გაზიანი სასმელების აქილევსის ქუსლს უწოდებს.
სასაცილო რეკლამებისადმი ერთგულების შესანიშნავი მაგალითიც გახლავთ. Liquid Death-ის მარკეტინგის უფროსმა ადრე თქვა კიდეც, რომ მათ არ სურდათ „ყველაფერს რეკლამის სუნი ჰქონოდა… მიეღო მომხმარებელთა ჩართულობა თუ მედია დაფარვა… მეტრიკა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ შენახვები და გაზიარებებია. თუ ვიღაც ამას კიდევ ნახავს, თუ მეგობარს გაუზიარებს, ვირუსული კოეფიციენტი არსებობს, რომელიც გეუბნებათ, რომ სწორად მოქმედებთ“.
და თქვენ ოდესმე გინახავთ ბრენდი, რომელიც გაზიან წყალს ტუალეტს უკავშირებს? Liquid Death ამ ამბავში ნამდვილად გამორჩეულია, არც მარკეტინგის ტრადიციული ტაქტიკებისგან გადახვევას არიდებს თავს და ასე ნამდვილად ახერხებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას, სულ მცირე შემოქმედებითი ხედვით მაინც…